ევროკავშირი და „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ დამატებით 40 მილიონ ევროს გამოყოფენ
აპრილი 29, 2021

ევროკავშირი და „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ დამატებით 40 მილიონ ევროს გამოყოფენ


ევროკომისიამ „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE) დამატებით 40 მილიონი ევროთი დააფინანსა. ფონდს ევროკავშირი მხარს თავისი EU4Business ინიციატივის ფარგლებში უჭერს. მისი მიზანია, დაეხმაროს აღმოსავლეთ სამეზობლოს და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს, მარტივად დაძლიონ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები.

დაფინანსება ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებას მოხმარდება, რათა მათ კრიზისულ პერიოდში მიკრო- და მცირე საწარმოების მხარდაჭერა შეძლონ. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებისთვის გამოიყო. ეს მსესხებლებს ვალუტის კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკისგან დაიცავს.

ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამიზნე რეგიონებში მოქმედი ყოველი ხუთი მცირე ბიზნესიდან ოთხმა განიცადა „უკიდურესად უარყოფით გავლენა“ საკუთარ საქმიანობაზე. კომპანიები ასევე აღნიშნავენ, რომ დროებით გათავისუფლებული თანამშრომლების სამუდამოდ გაშვება შეიძლება მოუწიოთ.

2020 წელს ფონდმა რეგიონში მოქმედი 66 ფინანსური ინსტიტუტი დააფინანსა. ამის შედეგად, მეწარმეებსა და ოჯახებზე 40,000 ახალი სესხი გაიცა, რაც 91,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას დაეხმარა. ამ სესხების 57%-ზე მეტი ადგილობრივ ვალუტაში გამოიყო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,