ევროკავშირი და CENN კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად პოსტერების გამოფენას მასპინძლობენ
ნოემბერი 1, 2021

ევროკავშირი და CENN კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად პოსტერების გამოფენას მასპინძლობენ


ევროკავშირმა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN),  გრაფიკული დიზაინერების კონკურსში, ACT4CLIMATE გამარჯვებული პოსტერების გამოფენას და დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლეს. ინიციატივა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

კონკურსში მონაწილე 80-მდე ახალგაზრდამ 130-ზე მეტი პოსტერი წარადგინა. ეს ნამუშევრები კლიმატის ცვლილების პროცესებს, პრობლემებს და მათი გადაჭრის შესაძლო გზებს ასახავენ.

ღონისძიება 6 ნოემბერს დაწესებული კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაიგეგმა. მისი მიზანი კლიმატის ცვლილებაზე და მის შესაჩერებლად საჭირო ყოველდღიურ ქმედებებზე  საზოგადოების — განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების — ინფორმირება გახლავთ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,