EU4Youth-ის პროექტმა, სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG), ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ბიზნესტრენინგი ჩაატარა.
თავდაპირველი შეხვედრის მიზანი იმ სარგებელთა წარმოჩენა იყო, რომლებსაც პროექტი რეგიონს მოუტანს. ამასთან, შეხვედრის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდიდან 12-მა საკუთარი ბიზნესიდეის მონახაზი და ბიუჯეტი წარადგინა. შეფასების კომისიამ წარდგენილი განცხადებებიდან სოციალური მეწარმეობის წამახალისებელი ხუთი იდეა აარჩია და მათი ავტორები 19-22 აპრილს გამართულ ტრენინგზე მიიწვია.
ტრენინგის თემები მოიცავდა ბიზნეს დაგეგმვას, მეწარმეობას, ბიზნესის მენეჯმენტს, მარკეტინგს, კლიენტებთან ურთიერთობას და ფინანსურ დაგეგმვას.
ტრენინგის მიზანი იყო:
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს დაევალათ, შეედგინათ ბიზნესგეგმები, რომლებსაც ისინი საგრანტო კონკურსზე 17 მაისამდე წარადგენენ. ამის მერე მათ საკუთარი იდეები კომისიის წინაშე უნდა წარმოაჩინონ და პირისპირ კითხვა-პასუხის სესიაში ჩაერთონ. განმცხადებლები, რომლებიც კონკურსის ყველა ეტაპს წარმატებით გაივლიან, საკუთარი ბიზნესიდეის განსახორციელებლად დაახლოებით 10,000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებენ.
ტრენინგი პროექტის, EU4Youth – სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG), ფარგლებში იყო ორგანიზებული. პროექტი საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალგაზრდების დასაქმებას სოციალური მეწარმეობის წახალისებით უწყობს ხელს.
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,