პროექტმა, EU4Youth, 23 აპრილს გორში ახალი სასოფლო ინოვაციური ცოდნის ჰაბი გახსნა. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და საზოგადოება „ბილიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ინოვაციური ცოდნის ჰაბის მიზანია, ადგილობრივ ახალგაზრდებს
სოციალური და მწვანე მეწარმეობის განვითარებაში დაუჭიროს მხარი. ეს სამუშაო სივრცე შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ცენტრი რეგულარულად უმასპინძლებს გარემოსდაცვით და ახალგაზრდულ კამპანიებს. ამასთან, აქ ბენეფიციარებს შეეძლებათ, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და გამართონ საჯარო დისკუსიები თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები.
ცენტრის გახსნის ცერემონიაზე გაშუქდა CENN-ისა და საზოგადოება „ბილიკის“ მიერ გადადგმული ის ნაბიჯები, რომელთა მეშვეობითაც ახალგაზრდების სამეწარმეო და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართვა წახალისდა. ღონისძიების დამსწრეებს, ამასთან, კლიმატის ცვლილების სფეროში გამართული ახალგაზრდული კონკურსისთვის მიძღვნილი გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცათ.
ინოვაციური ცოდნის ჰაბი პროექტის, „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“, ფარგლებში შეიქმნა. პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF) და Green Lane-თან (სომხეთი) თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს შედარებით დაუცველი მუნიციპალიტეტების სამეწარმეო პოტენციალის გაზრდასა და ახალგაზრდობის სამეწარმეო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,