EU4Ukraine: კალუშ ორკესტრი ვენის საშობაო საქველმოქმედო გალაზე გამოვა — იყიდეთ ბილეთი ან გაიღეთ თანხა 
დეკემბერი 15, 2022

EU4Ukraine: კალუშ ორკესტრი ვენის საშობაო საქველმოქმედო გალაზე გამოვა — იყიდეთ ბილეთი ან გაიღეთ თანხა 


ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის წარმომადგენლობა უკვე მესამედ აწყობს EU4Ukraine-ის საშობაო საქველმოქმედო გალას. 

ღონისძიება 17-18 დეკემბერს, ვენის  Das Muth-ის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. წლევანდელი გალას განსაკუთრებული სტუმარი ევროვიზიის უკრაინელი გამარჯვებული კალუშ ორკესტრია. ამასთან, თავის სიმღერას, „8 მილიარდი ადამიანი“, შეასრულებს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი აზერბაიჯანიდან, ლეილა ტაღიევა. აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა წელს გაეროს გლობალურ კამპანიას, #OurVoiceOurFuture წარმოაჩენდა. 

ბილეთების გაყიდვიდან შემოსული მთლიანი მოგება და შემოწირულებები ჰუმანიტარულ პროგრამებს გადაეცემა. ამ თანხით უკრაინის ქალაქ ირპინში მდებარე სკოლები მულტიმედიური საკლასო ნაკრებებით მომარაგდება, ხოლო ყველაზე დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს განათლების ონლაინ მისაღებად ლეპტოპები გადაეცემათ.

ბილეთების ყიდვა ვენის Das Muth-ის საკონცერტო დარბაზის ვებსაიტზეა შესაძლებელი. 

შემოწირულების გაღება კი შესაძლებელია Botschaft der Ukraine in der Republik Österreich-ის ამ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

IBAN: AT931200010036060043

BIC: BKAUATWW

მითითება: EU4Ukraine 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,