EU4Environment საქართველოში რესურს-ეფექტიან და სუფთა წარმოებას უჭერს მხარს
მარტი 19, 2021

EU4Environment საქართველოში რესურს-ეფექტიან და სუფთა წარმოებას უჭერს მხარს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4Environment ფარგლებში მცხეთის და კახეთის რეგიონებში კიდევ ორი რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების (რესწ) კლუბი შეიქმნა.

კლუბები ადგილობრივ საწარმოებს რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიის დანერგვასა და მათი საქმიანობის ეკომეგობრულ ბიზნესად გარდაქმნაში დაეხმარებიან.

რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების კლუბი წარმოადგენს ერთ ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულ ან ერთ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მდებარე 8-10 კომპანიისგან შემდგარ ჯგუფს. კლუბის წევრი კომპანიები ინტენსიური ტრენინგის ოთხთვიან პროგრამაში მონაწილეობენ. წვრთნის დასასრულს კი კლუბის თითოეული წევრი რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

ტრენინგის თემატიკა შემდეგ სფეროებს მოიცავს: ბიზნესის ეკოლოგიური მახასიათებლები, ენერგია, წყალი და ჩამდინარე წყლები, მასალები და ნარჩენები, ქიმიკატები და ქიმიური ნარჩენები.

რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების ახალი კლუბები ისეთ სექტორებში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, როგორიცაა რძის პროდუქტების წარმოება, საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოება, მშენებლობა, შეფუთვა და მეფრინველეობა. ისინი კახეთის რეგიონის, კასპის, ქუთაისის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში უკვე არსებულ ოთხ კლუბს შეუერთდებიან

მცირე და საშუალო საწარმოების მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების ღონისძიებების საერთო ღირებულებამ 54,315 ევრო შეადგინა, ხოლო კომპანიებმა დაახლოებით 121,900 ევროს დაზოგვა შეძლეს. ამ ღონისძიებათა შედეგად ასევე დაიზოგა ენერგია და შემცირდა CO2ის გამოყოფის დონე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,