EU4Digital ე-კომერციულ მონაცემთა ავტომატური გაცვლის საპილოტე პროექტს იწყებს
ივნისი 4, 2021

EU4Digital ე-კომერციულ მონაცემთა ავტომატური გაცვლის საპილოტე პროექტს იწყებს


პროგრამამ, EU4Digital, კომერციულ მონაცემთა ავტომატური გაცვლის საპილოტე პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია, შექმნას ეროვნული ვირტუალური საწყობები  საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საცალო მოვაჭრეების, ბაზრების, მიწოდების ოპერატორების, მომხმარებლების და საბაჟოს მხარდასაჭერად. საწყობში განთავსდება საზღვარგარეთ გასაყიდი პროდუქტები, რაც სახელმწიფოთაშორის ვაჭრობას შეუწყობს ხელს.

პროექტის მეშვეობით გაძლიერდება  კომერციის ეკოსისტემა და გაიზრდება კომერციის მოცულობები. მთლიანობაში, პროექტი სახელმწიფოთაშორის კომერციულ ვაჭრობაში არსებული გამოწვევების გადაჭრაში შეიტანს წვლილს. ამასთან, საქართველოში განხორციელებულ საპილოტე პროექტს დამატებითი ამოცანაც აქვს. ის ევროკავშირთან იმ კომპანიების კომერციული საქმიანობის მხარდაჭერაზე კონცენტრირდება, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ

საპილოტე პროექტის ფარგლებში რამდენიმე კომპანიამ ვირტუალური საწყობის საშუალებით უკვე გაყიდა საკუთარი პროდუქტი გერმანიაში. ეს კომპანიებია: ხის ხელნაკეთი აქსესუარების გამყიდველი აზერბაიჯანიდან; წინდების გამყიდველი სომხეთიდან; და ქალების მიერ მართული ორი კომპანია საქართველოდან, რომლებიც  საბავშვო ტანსაცმელს და ახალმოსახლეობის აღსანიშნავ ეკოლოგიურ საჩუქრებს აწარმოებენ

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

პროგრამის, EU4Digital, კომერციის საპილოტე პროექტის კონცეფცია და მიზანი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,