Erasmus+ 2023 განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროებში მობილობის და თანამშრომლობის მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს 
ნოემბერი 24, 2022

Erasmus+ 2023 განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროებში მობილობის და თანამშრომლობის მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს 


ევროკომისიამ  Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2023 წლის კონკურსი გამოაცხადა. 

4.2 მილიარდი ევროს ოდენობის წლიური ბიუჯეტით, Erasmus+ პროგრამა გაძლიერებულად დაუჭერს მხარს თანასწორობას, მოქალაქეების დემოკრატიულ პროცესებში ჩართვას და მწვანე და ციფრულ ტრანსფორმაციას როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მომავალ წელს პროგრამა განაგრძობს სკოლის მოსწავლეების, უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტების, არაფორმალურ სასწავლო პროგრამებში მონაწილე ახალგაზრდების, განათლების სფეროში მომუშავე და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას. გარდა ამისა, პროგრამის მიზანია, მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინიდან ლტოლვილ მოსწავლეებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.

აღნიშნული კონკურსი შედგება რამდენიმე საგრანტო პროგრამისგან განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროებში.  კონკურსის პრიორიტეტების, განაცხადების შეტანის ვადების, ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებისთვის განსაზღვრული პირობების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია 2023 Erasmus+ პროგრამის გზამკვლევში.

გრანტების მოცულობა და პროექტების ხანგრძლივობა განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა პროექტის ტიპი, აპლიკანტისთვის განსაზღვრული პირობები და პროექტში ჩართული პარტნიორების რიცხვი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი


თემაზე

დეკემბერი 11, 2023

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს

დეკემბერი 8, 2023

მედიაწიგნიერების თემაზე გამართული TruthTechThon ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

დეკემბერი 6, 2023

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინორეჟისორებს ევროკავშირის პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, გადაეცათ

დეკემბერი 6, 2023

ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის სამეზობლოში ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით #MySkills4You კამპანიას იწყებს

დეკემბერი 5, 2023

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კონკურსში შეტანილი რეკორდული რაოდენობის განაცხადებიდან 657 ახალი წევრი შეირჩა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,