EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ქართულენოვანი გზამკვლევის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია
დეკემბერი 27, 2022

EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ქართულენოვანი გზამკვლევის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განახლებული გზამკვლევი გამოაქვეყნა. 

სახელმძღვანელოში მოცემულია იურიდიული და პრაქტიკული რეკომენდაციები საქართველოში ბიზნესის შექმნისა და განვითარების საკითხებზე. საქართველოზე მორგებული გზამკვლევის უახლესი ვერსია მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ელექტრონული ხელშეკრულებების გაფორმება და სხვა საკანონმდებლო საკითხები.

განახლებული გზამკვლევი, უკრაინულ და მოლდოვურ გამოცემებთან ერთად, EBRD-ის მიმდინარე პროექტის ნაწილია. მის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილი იურიდიული და ბიზნეს-რეკომენდაციები ონლაინ არის ხელმისაწვდომი.

EBRD-ის ბიზნესის გზამკვლევის ვებსაიტი, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა, მომხმარებლებს ინტერაქტიურ ვებინარებსა და იურიდიულ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე სასარგებლო ბმულებს სთავაზობს. დღევანდელი მონაცემებით, საიტს უკვე 41,000-ზე მეტი მომხმარებელი ეწვია.  

მიმდინარე წლის დეკემბერში ბანკმა ასევე გამოაქვეყნა „ნიუსლეთერის“ პირველი გამოცემა საქართველოსთვის. ბიულეტენის მიზანია, გამომწერებს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ახალი სახელმწიფო პროგრამების და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს ეხება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,