EBRD და ევროკავშირი საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის საშუალებით ადგილობრივ ბიზნესს დააფინანსებენ
სექტემბერი 16, 2022

EBRD და ევროკავშირი საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის საშუალებით ადგილობრივ ბიზნესს დააფინანსებენ


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ საქართველოში ვიზიტისას ორ ქართულ ბანკთან ადგილობრივი მცირე ბიზნესისთვის სესხების გაცემის თაობაზე ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.

EBRD საქართველოს ბანკს და თიბისი ბანკს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხებით უზრუნველყოფს. ადგილობრივი კომპანიებისთვის განკუთვნილი ეს თანხა ქვეყანაში კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოხმარდება. მისი მეშვეობით, ინვესტიციები ჩაიდება ინოვაციურ განვითარებაშიც, რაც მწვანე ტექნოლოგიებსაც მოიცავს. 

დაფინანსება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში ხორციელდება. ეს არის საფლაგმანო პროგრამა, რომელიც მსესხებლებს პროდუქტიულობის გაზრდაში, საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ვაჭრობაში და მოწინავე ეკოლოგიური მეთოდების დანერგვაში ეხმარება.

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსებაზე წვდომა ადგილობრივ ვალუტაში ექნებათ. გარდა ამისა, ისინი ისარგებლებენ წამახალისებელი საგრანტო დაფინანსებით და საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით, რასაც ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში აფინანსებს. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, ქართული კომპანიები პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის და დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას შეძლებენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი საქართველოს ბანკისთვის განკუთვნილი სესხის შესახებ

პრესრელიზი თიბისი ბანკისთვის განკუთვნილი სესხის შესახებ



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,