დანიელსონმა მთავრობასა და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის გეგმა შესთავაზა
აპრილი 2, 2021

დანიელსონმა მთავრობასა და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის გეგმა შესთავაზა


ევროკავშირის შუამავლობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალური წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებას წინ დანიელსონის მიერ პოლიტიკურ მხარეებთან ჩატარებული ცხრადღიანი მოლაპარაკებები  უძღოდა. 

შეთავაზებული წინადადების მიხედვით, პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე მხარეები უნდა დათანხმდნენ პარლამენტში შესვლას და საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვას. ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი ვალდებულებები ურთიერთპატივისცემით და იმის აღიარებით უნდა შეასრულონ, რომ საქართველოს სტაბილურობას ერთიანობა სჭირდება.

დანიელსონის წინადადებით, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს ამნისტიის შესახებ კანონზე, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და გამამტყუნებელ განაჩენს შეეხება. ამასთან, პარლამენტმა კანონმდებლობის დახმარებით მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზებულობის საკითხიც უნდა მოაგვაროს.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე წარმოადგინა მასშტაბური საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზანიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაა. ამას გარდა, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს სასამართლო რეფორმა და უზრუნველყოს პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება.

დანიელსონის წინადადება იმ პოლიტიკური დიალოგის შედეგია, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა საქართველოში 1 მარტის ვიზიტისას განაახლა. 
 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,