ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ დასაქმების ფორუმზე ათასზე მეტი ვაკანსია წარმოადგინეს
ივნისი 18, 2021

ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ დასაქმების ფორუმზე ათასზე მეტი ვაკანსია წარმოადგინეს


15 ივნისს ქალაქ ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ დასაქმების ფორუმზე აჭარის რეგიონში მოქმედმა 65-მა მცირე და  საშუალო საწარმომ და მსხვილმა ბიზნესმა ათასზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და სასურველ ვაკანსიებზე განაცხადი იქვე შეეტანათ. 

სამუშაოს ასამდე მაძიებელს ღონისძიებაზე მოკლევადიანი უფასო ტრენინგი  ჩაუტარდა. მონაწილეებმა რეზიუმეს სწორად დაწერა, სამოტივაციო წერილის შედგენა და ის ისწავლეს, თუ როგორ უნდა გაესაუბრო პოტენციურ დამსაქმებლებს.

„ფორუმი ევროკავშირის პროგრამის,  „განათლება დასაქმებისთვის“, ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მეშვეობით ვცდილობთ, ახალგაზრდებს შევძინოთ ის ცოდნა-უნარები, რომლებიც მათ მომავალში განათლებაში ან ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება,“ — განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ყოჩიშვილმა.

დასაქმების ფორუმის ორგანიზატორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო (EAARA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გახლავთ. ის  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Skills4Jobs პროექტის, „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“, ფარგლებში განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,