ევროკავშირის მიერ მისი საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული შავის ზღვის აუზის 2021-2027 წლის პროგრამის მომზადებაზე პასუხისმგებელი გუნდი იწვევს კანდიდატებს სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და შესაბამისი რეგიონის სხვა ქვეყნებიდან მონაწილეობის მისაღებად ამ პროგრამის შემუშავებაში.
უკვე მომზადებულია ტერიტორიული ანალიზის სამუშაო ვერსია და მონაწილე მხარეები ახლა პროექტის სტრატეგიაზე მუშაობენ.
საკონსულტაციო პროცესი, რომელიც 11 იანვრიდან 12 თებერვლამდე გაგრძელდება, მოიცავს ონლაინ ონლაინ გამოკითხვას წინადადებების მისაწოდებლად იმ პოლიტიკის და კონკრეტული ამოცანების შესახებ, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერისთვის შესაბამისად ითვლება.
შავი ზღვის აუზის პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) ნაწილს, რომელიც დაფინანსებულია მისი ევროპული სამეზობლო მექანიზმის ფარგლებში (ENI). პროგრამის მიზანია შავი ზღვის აუზის რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მდგრადი განვითარების და ერთობლივი გარემოსდაცვითი ღონისძიებების საშუალებით.
დამატებით ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,