ახალი პროგრამა, „ჰორიზონტი ევროპა“  ქართველ მკვლევართათვის საინფორმაციო დღეს მართავს
მაისი 21, 2021

ახალი პროგრამა, „ჰორიზონტი ევროპა“  ქართველ მკვლევართათვის საინფორმაციო დღეს მართავს


ევროკომისია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მოღვაწე მკვლევრებს პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა”, საინფორმაციო დღეზე დასასწრებლად იწვევს. ონლაინ ღონისძიება 28 მაისს ჩატარდება.

საინფორმაციო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითაა ორგანიზებული. სამინისტრო საქართველოში „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული საკონტაქტო პირების კოორდინატორია. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამაში, „ჰორიზონტი ევროპა“ და ევროპული კვლევების სფეროში.

საინფორმაციო დღე დამსწრეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია და დასვან შეკითხვები „ჰორიზონტი ევროპის“ სტრუქტურისა და საპროექტო წინადადებების კონკურსში მონაწილეობის შესახებ. ამასთან, სპეციალური სესიების მონაწილეებს გააცნობენ პროგრამის ისეთ სხვადასხვა ნაწილს, როგორიცაა კლასტერები და მისიები (მაგალითად, ჯანმრთელობა, კლიმატი, საკვები), მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA), ევროპული კვლევების საბჭო (ERC) და მონაწილეობის გაფართოება

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საინფორმაციო დღეზე დასარეგისტრირებელი ბმული

ჰორიზონტი ევროპა

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,