ახალი ონლაინ თამაში, EUcraft გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ევროკავშირის საბჭო
იანვარი 25, 2023

ახალი ონლაინ თამაში, EUcraft გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ევროკავშირის საბჭო


განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირმა შექმნა ონლაინ თამაში, EUcraft, რომელიც ევროპის კავშირის საბჭოს მუშაობის სიმულირებას ახდენს. 

თამაში ევროკავშირის უფასო საგანმანათლებლო რესურსთაგანია და ონლაინ ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.

ამ თამაშის მარტო ან მეგობრებთან თამაშისას სახლიდან გაუსვლელად შეგეძლებათ გაიგოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები და მიიღწევა შეთანხმებები ევროპის კავშირის საბჭოში. 

ეს რესურსი განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო და გამოსადეგი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ონლაინ თამაში

განათლების საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი განცხადება



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,