ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს 400-ზე მეტი ახალი წევრი შეემატა
ნოემბერი 29, 2022

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს 400-ზე მეტი ახალი წევრი შეემატა


The EU NEIGHBOURS east პროგრამამ თავის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ქსელში 435 ახალი წევრი მიიღო. ელჩები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელ 1,069 ახალგაზრდა კანდიდატს შორის შეარჩიეს. შედეგად, ამჟამად ქსელი 925 აქტიურ ახალგაზრდა ევროპელ ელჩს ითვლის. 

დაძაბული შერჩევითი პროცედურის შემდეგ, აპლიკანტთა შორის შეირჩა 75 ელჩი აზერბაიჯანიდან, 6 ბელარუსიდან, 48 მოლდოვიდან, 85 საქართველოდან, 60 სომხეთიდან, 108 უკრაინიდან და 53 ევროკავშირი/გაერთიანებული სამეფოდან. 

ახალი წევრები ახლა მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების აკადემიაში, სადაც ისინი გაივლიან ტრენინგს სამომავლო საქმიანობისთვის მოსამზადებლად. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, აქტიური საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის ახალგაზრდობის წარმომადგენლებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ქსელის მიზანია, ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე მოსახლეობის უკეთ ინფორმირება, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, სხვადასხვა თემაზე პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა, სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება და უკეთესი მომავლისთვის მხარდამხარ მუშაობა. 

2022 წლის განმავლობაში, დღემდე ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა უკვე მოასწრეს რეგიონისა და ევროკავშირის მასშტაბით დაგეგმილ 355 აქტივობაში ჩართვა. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელში ახალი წევრების მისაღები კონკურსი ცხადდება წელიწადში ერთხელ — როგორც წესი, შემოდგომას. 

კონკურსის შესახებ ინფორმაცია და განაცხადის ფორმა აიტვირთება აქ. განაცხადების ახალი ტალღის მიღების შესახებ ცნობები ასევე გამოქვეყნდება EU NEIGHBOURS east პროგრამის ვებსაიტის შესაძლებლობების განყოფილებაში. გახდით ხელმომწერი, რათა არ გამოგეპაროთ სიახლეები. 

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,