აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ონლაინ კურსი, „ქალებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა“, დაიწყო
ივნისი 11, 2021

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ონლაინ კურსი, „ქალებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა“, დაიწყო


8 ივნისს ევროპის საბჭომ ქალებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემისთვის მიძღვნილი სასწავლო ონლაინ კურსი დაიწყო. პროგრამის, „ადამიანის უფლებების სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლობისთვის“, მიერ ორგანიზებული კურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ეროვნული მართლმსაჯულების სისტემების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამის მიღწევის გზად კი ქალებისთვის  მართლმსაჯულებაზე დისკრიმინაციის გარეშე წვდომის უზრუნველყოფაა დასახული.

საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ოთხ ქვეყანაში — აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში — 140-ზე მეტი მოსამართლისა და პროკურორისთვის შვიდი სასწავლო კურსი ჩატარდება. კურსების მსვლელობისას მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებს გაეცნობიან. ეს კი მათ თავიანთ საზოგადოებებში მართლმსაჯულების მეტად სამართლიანად აღსრულებას შეაძლებინებს.

კურსები ორგანიზებულია პროექტის, „ქალებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა: სტამბოლის კონვენციის და გენდერული თანასწორობის სხვა ევროპული სტანდარტების განხორციელება“,  ფარგლებში. ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებულ ამ პროექტს ევროპის საბჭო ინიციატივის, „პარტნიორობა კარგი  მმართველობისთვის“ (2019-2021), ფარგლებში  ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,