რატომ არის ევროკავშირის მიერთების კოდექსები მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
სექტემბერი 4, 2020

რატომ არის ევროკავშირის მიერთების კოდექსები მნიშვნელოვანი საქართველოსთვის


მიერთების კოდექსები იმ ტექნიკურ მახასიათებლებს წარმოადგენს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ობიექტის საჯარო ქსელზე მიერთებისას. კოდექსები უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოსისტემის უსაფრთხო, სანდო და რენტაბელურ ფუნქციონირებას. ევროკავშირის (EU) მიერთების კოდექსები მიზნად ისახავს მთელს კონტინენტზე არსებული ეროვნული მოთხოვნების უნიფიცირებას. ამ მიზნით, ევროკავშირი ეხმარება სისტემის ეროვნულ ოპერატორს, – საქართველოს ენერგოსისტემას (GSE), – ამ მოთხოვნათა ეროვნულ ქსელში გადმოტანაში, რამაც, სამომავლოდ, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

საერთო ტრანსნაციონალური კოდექსები

ქვეყანათა შორის ენერგეტიკული სისტემების ურთიერთდაკავშირება სულ უფრო ფართოდ ვრცელდება, შედეგად, სისტემებს შორის ელექტროენერგიის გადადინება იზრდება. თანადროულად, განახლებადი ენერგიის წყაროების ჩართვა და ენერგიის ბაზრების განვითარება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სისტემის ოპერატორებისათვის, როგორც ევროკავშირში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ამ გამოწვევებთან გასამკვლავებლად, ევროპული კომისია და სისტემის ოპერატორები შეიმუშავებენ ევროკავშირის ქსელზე მიერთების კოდექსებს (CNC).

ევროკავშირის ქსელზე მიერთების ეს კოდექსები, საბოლოო ჯამში, წესების კრებულია, რომლითაც ხელმძღვანელობენ სისტემის ოპერატორები საკუთარ საქმიანობასა და დაგეგმარებაში. კოდექსები, აგრეთვე, აერთიანებს მწარმოებლებს, სისტემის ოპერატორებსა და მომხარებლებს ენერგეტიკულ სისტემაში და, ამით, ეხმარება მის ეფექტიან ფუნქციონირებას“, აღნიშნავს სებასტიან სტეფანესკუ, მთავარი ექსპერტი.

კოდექსები შეეძლება შეეწყოს ენერგიის განვითარებად ბაზრებს, ახლებურ ტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიის წყაროების მზარდ წილს.

  • electric grids
  • electric grids
  • The Bridge of Peace, Tbilisi, Georgia
  • Sebastian Stepanescu, Key Expert

კოდექსები მრავალრიცხოვანია, თუმცაღა, მოცემული სტატიის საჭიროებიდან გამომდინარე, ყურადღებას ევროკავშირში მოქმედ სამ ძირითად კოდექსზე გავამხვილებთ. ესენია: „მოთხოვნები მწარმოებლების მიმართ“ (Requirements for Generators (RfG)), “მოხმარების მხარის მიერთება“ (Demand Connection (DCC)) და „მაღალი ძაბვის მუდმივი დენი“ (High Voltage Direct Current (HVDC)). სამივე კოდექსი 2016 წელს შევიდა ძალაში.

იმისთვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს „ენერგეტიკული თანამეგობრობის (EnC) შეთანხმების” მოთხოვნები, ქვეყანაში სამივე კოდექსი უნდა ამოქმედდეს. მათი შემოღება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე, გენერაციის ობიექტების ოპერატორებზე, მომხმარებლებსა და გამანაწილებელ ქსელებზე.

საქართველოში, ეროვნული მოთხოვნების განსაზღვრა და მარეგულირებელი ორგანოსათვის, – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისათვის“ (სემეკი), – მათი წარდგნეა „საქართველოს ენერგოსისტემის“ ვალდებულებაა. ეს მოთხოვნები იყოფა „ამომწურავ მოთხოვნებად“ და სავალდებულო შესასრულებელი „ამოუწურავ“ მოთხოვნებად.

ახალი ნორმისადმი მისადაგება

მოცემული პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი ეხმარება „საქართველოს ენერგოსისტემას“, დანერგოს ქსელური კოდექსები საქართველოს ბაზარზე, ატარებს რა სწავლებას, მონაწილეობს შემუშავების პროცესსა და ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეების განსაზღვრაში.

„საქართველოს ენერგოსისტემასთან“ ერთად, პროექტის გუნდმა შეაფასა საქართველოს საჭიროებებისადმი მორგებული, უნიკალური ქსელური კოდექსები. ამ შეფასების საფუძველზე, შემუშავდა ქვეყნის მოთხოვნილებაზე დაფუძნებული მიდგომა.

ქსელური კოდექსების ეფექტიანი დანერგვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართულობას გულისხმობს. ასეთ მხარეებად გვევლინება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია (სემეკი, GNERC), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (MoESD),  გამანაწილებელი ქსელის ოპერატორები (DSO), ელექტროსადგურების მფლობელები და საზოგადოება.

ასეთი გადასვლის მაგალითად: „მოთხოვნები მწრამოებელთა მიმართ“ განსაზღვრავს ძაბვის გარკვეულ დონეს კონტინენტური ევროპისათვის, რომელიც განსხვავდება ჩრდილოეთ ევროპისათვის დადგენილი დონისგან. ასეთ შემთხვევაში, ჩრდილოევროპული გენერაციის ობიექტები წარუდგენენ საკუთარ ეროვნულ მოთხოვნებს მარეგულირებელ ორგანოს, რის შემდეგაც ეს მოთხოვნები ექცევა ე.წ. „ზოგადი განაცხადის“ ფარგლებში, რომელიც, როგორც ქვემოთაა ნაჩვენები, მოიცავს როგორც „ამომწურავ“ მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულო შესასრულებელ „ამოუწურავ“ მოთხოვნებსაც.

Figure 1: Technical requirements for CNCs

ნიმუში 1: ქსელური კოდექსების ტექნიკური მოთხოვნები

პროცესი გულისხმობს არსებული მახასიათებლების ცვლილებების შემოთავაზებას ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას შესაბამება ქსელური კოდექსის მოთხოვნებთან. ცვლილება ძალაში მხოლოდ „საქართველოს ენერგოსისტემის“ ექსპერტებსა და სისტემის სხვა ოპერატორებთან შიდა მოთათბირების შემდგომ შედის.  მოთათბირების შედეგების შეჯერების შემდეგ, შეთანხმება, დასამტკიცებლად, „სემეკს“ გადაეცემა.

 “დავეხმარეთ მახასიათებლებისა და ქსელური კოდექსის დასანერგად აუცილებელი პროცესების განსაზღვრაში, და, აგრეთვე, წარვადგინეთ სავარაუდო საგზაო რუკაც“, ამბობს  სებასტიან სტეფანესკუ, მთავარი ექსპერტი.

განსაზღვრული მაჩვენებლები ზემოთ აღწერილ ტექნიკურ მოთხოვნებს დაეფუძნა.

გარდა ამისა, პროექტის გუნდმა „საქართველოს ენერგოსისტემას“  ქსელური კოდექსის საკუთარი პროცედურები შესთავაზა. პროცედურები მოიცავს, ვიდრე ობიექტის ქსელზე მიერთება შესაძლებელი გახდება, ტესტირებისა და გაანალიზების აუცილებლობას. მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საფეხური გავლილია, ობიექტი იწყებს ფუნქციონირებას და ექვემდებარება გამუდმებულ მონიტორინგს ფუნქციონირების ციკლის სრული ხანგრძლივობის განმავლობაში. ხსენებული პროცესები სიახლეა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვისაც, რომელთაც, აგრეთვე, უწევთ მიერთების არსებული პროცედურების ადაპტირება. პროცესები და ევროკავშირის სისტემის ოპერატორების გამოცდილება წარედგინება „საქართველოს ენერგოსისტემის“ ექსპერტებს, რითაც ექმნებათ წარმოდგენა, თუ რას უნდა ელოდნენ თავის წილ.

შემდეგ ეტაპზე, პროექტის გუნდა შეიმუშავა ქსელური კოდექსის „საგზაო რუკა“, დაინტერესებულ მხარეთა აღწერა და უზრუნველყო კოორდინაცია ენერგეტიკული სისტემის ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარეს შორის.

  • Working Meeting by GSE representatives
  • Working Meeting by GSE representatives

დამატებით, ჩატარდა რამდენიმე სასწავლო ღონისძიება „საქართველოს ენერგოსისტემის“ ექსპერტებისთვის. გარდა ამისა, დაწვრილებით იქნა განხილული შემოთავაზებული პროცესები და მათი მისადაგება საქართველოს მდგომარეობასთან. დასკვნით ეტაპზე კი, 2019 წლის ივლისში, შედგა სასწავლო ტური გერმანულ სისტემის ოპერატორ 50Hertz-თან, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს ენერგოსისტემის“ ექსპერტებმა გერმანელი კოლეგებისგან შეიტყვეს ახალი პროცედურების შესახებ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა დარგის ახალი რეგულაციების დანერგვის საქმეში“ გაიშვა 2019 წლის მარტში და წელიწადნახევარს გასტანს. პროექტს ახორციელებენ EGI (გერმანია) და LDK (საბერძნეთი). პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს „საქართველოს ენერგოსისტემას“ ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაში ევროკავშირის კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,