“კრეატორიუმის” ვან გოგი და ფიროსმანი.  მარიამ წიქარიძემ და ნინო მაზმიშვილმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს
დეკემბერი 29, 2020

“კრეატორიუმის” ვან გოგი და ფიროსმანი. მარიამ წიქარიძემ და ნინო მაზმიშვილმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს


არტსალონ „კრეატორიუმის“ facebook-ის გვერდს როცა ეცნობით, ამ პატარა ჩანაწერს იპოვით: „ჩვენ ვართ კრეატიული ხელოვანები, რომლებიც მოგიხატავთ ყველაფერს, რასაც თქვენი თვალი ხედავს!“ 

კრეატორიუმისმთავარი მეგობრები ვან გოგი და ფიროსმანი რიან. მთავარი ფერი ლურჯიასიმშვიდის ფერი. შემოქმედებით პროცესს pink floyd-ის blue sky გასდევს ფონად, ვინსენტ ვან გოგი და ნიკო ფიროსმანი მათი შემოქმედების კონცეპტუალური ხაზია. ასე იქმნება კრეატივიკრეატორიუმში“. მათი მთავარი ამბავიც ერთ კოსმიურ ყუთში ეტევა. ყველაფერი თავისუფალი ახალგაზრდული იდეით გორში დაიწყო. შემოქმედებითი სამეწარმეო საქმიანობის ინოვაციური პლატფორმა – „კრეატორიუმისდამფუძნებლები მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი არიან. ახალგაზრდა მეგობრებმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს და ახლა უკვე საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ცდილობენ. იდეების რეალიზება მათთვის უკვე ბიზნესსაქმიანობად იქცა.

სამეწარმეო სკოლა თანამედროვე იდეებისთვის

არტსალონიკრეატორიუმიმცირე სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ისი დამფუძნებლები სამეწარმეო სკოლის კურსის გავლის შემდეგ თავდაჯერებულად შეუდგნენ საკუთარი მეგობრული იდეის მასშტაბურ რეალიზებას. სამეწარმეო სკოლის მიზანიც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დაეხმაროს მათ სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებასა და ბიზნესგარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. პროექტი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას ემსახურება და დღემდე არაერთ ადამიანს დაეხმარა საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში.

  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia

ბოლო ათწლეულში სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ინოვაციური, ორიგინალური იდეებისათვის შექმნილი სტარტაპები სწრაფად ვითარდება. სამეწარმეო სკოლაში მიღებული კვალიფიციური ცოდნა ახალგაზრდას ეხმარება, თუ როგორ უნდა გარდაქმნას იდეა ბიზნესპროექტად. სწავლების პროცესში ის უკვე პრაქტიკულ გზებს ხედავს, როგორ აქციოს თუნდაც თავისი დიდი ხნის ბავშვობის ოცნება ან ჰობი ბიზნესშესაძლებლობად.

ასე იქცა სამეწარმეო სკოლიდან ორი მეგობრის იდეა ბიზნესსაქმიანობად.

საჭირო დროს საჭირო ადგილას

„ეს პროექტი ჩვენს სფეროსა და ზოგადად, ბიზნესსაქმიანობის მართვაზე კარგად არის მორგებული, რაც ძალიან დაგვეხმარა ცნობიერების ამაღლებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში. სამეწარმეო სკოლამ საკმაოდ ბევრი რამ გვასწავლა და ბიზნესის სფეროში სწორად ორიენტირებაში დაგვეხმარა. ამ ეტაპზე მხოლოდ ბანკის სესხით ვსარგებლობთ, მაგრამ არ ვწყვეტთ დაფინანსების გზების ძიებას. ამაში სამეწარმეო სკოლაც აქტიურად გვიჭერს მხარს“.

მარიამი სამი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა დედაა, ნინო კი საზღვრისპირა სოფელ დიციდანაა. დიდი ხნის განმავლობაში მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები პოპულარობით მხოლოდ სამეგობრო წრეში სარგებლობდა. დღეს უკვე საკუთარ ოფისში გიმასპინძლებენ და კომპლექსურ შემოქმედებით სერვისებს შემოგთავაზებენ. ქმნიან სხვადასხვა ხელნაკეთ სუვენირს, მოხატულ ჩანთებს, გრავირებულ სურათებს, სასაჩუქრე ყუთებს, ალბომებს, პორტრეტებს. ხატავენ გარე ფასადსა და სამოსზე, მუშაობენ თიხაზე.

  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia

სამეწარმეო სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნინოსა და მარიამის ცხოვრებაში. ახალგაზრდებს სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების მიზანი აქვთ, რის მიღწევასაც პროექტის დახმარებით გეგმავენ. ახალგაზრდა მეწარმეებმა უკვე ისარგებლეს მენტორის მომსახურებით, მათ ქორწილებისა და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული კვალიფიციური კონსულტაციები დიზაინერული კომპანიაკოჩინელასხელმძღვანელ ია საგინაშვილისაგან მიიღეს.

თანამედროვე და თავისუფალი ქართველი ახალგაზრდებისნინოსა და მარიამის ამბავი ერთერთია მრავალთაგან და მაგალითია სხვებისთვის

„არ უნდა მოუსმინოთ სხვების უარყოფით შეფასებებს, ყველაფერი უნდა გააკეთოთ საკუთარი მიზნებისთვის. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოთ. ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. გარშემო მყოფების სკეპტიციზმმა არ გვათქმევინა საკუთარ იდეაზე უარი და ყველაფერი უფრო კარგად წარიმართა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და უკეთესები წინ გველის. დღეს „კრეატორიუმში“ დაგხვდებათ კრეატივი და ბევრი პოზიტივი.

  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia

ჩვენ დაგეხმარებით ინტერიერის მოწყობაში ჩვენვე ნაკეთობებით, რომლებიც ექსკლუზიურად თქვენთვის შეიქმნება. ასევე, დაგეხმარებით წვეულებების, თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეების ორგანიზებასა და გალამაზებაში. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ნებისმიერი ფანტაზია რეალობად ვაქციოთ. აქ ჩვენ, ყველას სრული თავისუფლება და ხელოვნების დიდი სიყვარული გვაერთიანებს. შემოქმედებითი მეწარმეობის მიზნით შექმნილი „კრეატორიუმი“, კრეატიულ მომსახურებასთან ერთად, არტ-თერაპიისა და გამოყენებითი ხელოვნების წრეებსაც აერთიანებს, სადაც მსურველებს ხელოვნებასთან ზიარება ასაკის შეუზღუდავად შეუძლიათ“.  

ახლა გოგონებს მხოლოდ პოსტკორონაპერიოდი და ხალხის ნდობა სჭირდებათ. ნდობის საპასუხოდ კი განსაკუთრებული დღეების დაუვიწყარ მოგონებებად ქცევას ჰპირდებიან. „კრეატორიუმისპოსტები სავსეა პოზიტივით.

  • სანამ ვან გოგი კარანტინშია, რა დევს კოსმიურ ყუთში?
  • ალბომი ფოტოებით ოჯახის ან ერთი ადამიანის ცხოვრებისეული ამბებით სხვადასხვა ეტაპზე, საუკეთესო დღე უნდა იყოს საუკეთესო.
  • ვან გოგი და ფიროსმანი რომ გეწვიოთ სახელოსნოში, რას ჰკითხავდით?
  • ჩვენ ვართ კრეატიული ხელოვანები, რომლებიც მოგიხატავთ ყველაფერს, რასაც თქვენი თვალი ხედავს. თქვენ როგორ ხატავდით ასე მაგრად? როგორც ხატავდით?..
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia
  • EU4Youth supporting creative entrepreneurs in Georgia

სტატია შექმნილია პროექტისევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებშიფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ეს სტატია მომზადებული და გამოქვეყნებულია Entrepreneur Georgia“-ს მიერ ქართულ ენაზე.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,