ჯანმრთელობა და გარემო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს: რა შეიძლება ვისწავლოთ მიმდინარე COVID-კრიზისიდან?
მაისი 27, 2020

ჯანმრთელობა და გარემო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს: რა შეიძლება ვისწავლოთ მიმდინარე COVID-კრიზისიდან?


კორონავირუსის მიმდინარე პანდემია ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები თითქმის ყველა ადამიანის სიცოცხლეს შეეხო.

ვინაიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გრძელდება, ჩვენ მკაცრად უნდა დავიცვათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რჩევები და რეკომენდაციები. იმავდროულად, ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო დისკუსიები COVID პანდემიის შემდგომი, ადამიანების და ეკონომიკის მხარდამჭერი აღდგენითი ღონისძიებების შესახებ.

ეჭვი არ არის, რომ გვჭირდება გარკვეული დრო და მიმდინარე სიტუაციის გამოცდილების გააზრება იმისათვის, რომ გამოვიმუშაოთ გამძლეობა და იმედი ვიქონიოთ, რომ თავს ავარიდებთ მომავალ კრიზისებს, ან სულ ცოტა, მაქსიმალურად მაინც შევამცირებთ მათ.

ამ პანდემიამ გააძლიერა კავშირი ადამიანის ჯანმრთელობას და  ჯანმრთელ გარემოს შორის, წყლის სისტემების ჩათვლით.

  • Water Inspection Laboratory of the National Environmental Agency of Georgia
  • EUWI+ Facebook poster on COVID-19 prevention measures

სწორედ ამიტომ, ინიციატივამ ევროკავშირის გლობალური პასუხი პანდემიაზე მიზნობრივი დახმარებისთვის წყალი შეარჩია და კვლევის, ჯანმრთელობის და წყლის სისტემების მხარდასაჭერად 
15.6
მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი გამოყო. ევროკავშირი მხარში უდგას მის აღმოსავლეთარტნიორებს და მთლიანობაში უზრუნველყოფს 962 მილიონ ევროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

„ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს“ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის (EUWI+) წარმოადგენს ევროკავშირის მიერ აღებულ უდიდეს ვალდებულებას წყლის სექტორში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ეხმარება ექვს პარტნიორ ქვეყანას იმაში, რომ დაუახლოვონ საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის წყლის ჩარჩოდირექტივას და შეიმუშაონ გრძელვადიანი პოლიტიკა და წყლის მენეჯმენტის მდგრადი პრაქტიკა მილიონობით მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში.

სიცოცხლისუნარიანი ბუნებრივი ეკოსისტემებიადამიანების ჯანმრთელობის წანამძღვარი

ბუნებრივი სისტემები უზრუნველყოფს ეკოსისტემის ისეთ ძირითად სერვისებს, როგორიცაა ჟანგბადი, საკვები მარაგები და სუფთა წყალი. ეს კარგად ცნობილი ფაქტია. მაგრამ ნაკლებად თვალსაჩინოა იმგვარი მარეგულირებელი და მხარდამჭერი სერვისების მიწოდება, როგორიცაა სტაბილური და უსაფრთხო ცხოვრების პირობები, ბუნებრივი საარსებო გარემოს კავშირები ბიომრავალფეროვნებისთვის, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობა, წყლის გაწმენდა, დაავადებების მართვა, სასოფლოსამეურნეო მავნებლებთან ბრძოლა, წყალდიდობების მართვა და შემცირება და სხვა, რომელთა გარეშე ჩვენი გადარჩენა და კეთილდღეობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

მიუხედავად ამისა, ამ ფუნქციების შესრულება და უწყვეტად შენარჩუნება მხოლოდ ჯანმრთელ ბუნებრივ სისტემებს შეუძლია. სამწუხაროდ, ბევრი ეკოსისტემა უკვე ძალიან დაზიანებულია ან განიცდის ადამიანის არამდგრადი საქმიანობის და ზედმეტი ექსპლოატაციის გავლენას, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს კლიმატის ცვლილება. ეკოსისტემის ცვლილება და ადამიანების კეთილდღეობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

  • Surface Water field surveys in Moldova

როგორ ეხმარებაევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს“ წყლის ეკოსისტემების დაცვას?  ამ პროექტის მიზანია სისტემური მიდგომის შემუშავება წყლის მენეჯმენტის მიმართ, რასაც წყლის ინტეგრირებული მენეჯმენტი ეწოდება. ეს მეთოდი მუშაობს წყლის რესურსების ბუნებრივი წონასწორობის გასაძლიერებლად ადამიანის მიერ მრავალფეროვანი გამოყენების პირობებში, და იცავს და აღადგენს წყლის ბუნებრივ ეკოსისტემებს. ეს პროექტი ხელს უწყობს ექვს პარტნიორ ქვეყანას ახალი საშუალებების და კონცეფციების შემუშავებასა და ადაპტაციაში წყლის ინტეგრირებული მენეჯმენტისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად. წყლის მენეჯმენტის ინოვაციურ კონცეფციებს შორის, ევროკავშირის წყლის ჩარჩოდირექტივის მიერ მხარდაჭერილი მდინარეების აუზების მენეჯმენტის დაგეგმვა და ეკოლოგიური მონიტორინგი უმნიშვნელოვანესია ადამიანის საქმიანობის ინტეგრაციისთვის მათ ბუნებრივ ეკოსისტემებში. „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსის“ საშუალებით ექვსი პარტნიორი ქვეყენა ზრდის საკუთარ პოტენციალს იმისათვის, რომ დანერგოს წყლის მენეჯმენტის ეს საშუალებები, მოახდინოს მათი ადაპტაცია საკუთარ საჭიროებებზე და ადგილობრივ რეალობაზე მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, ადამიანების ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მიზნით.

უსაფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაჩვენი უსაფრთხოება კრიზისის პერიოდში

სუფთა და უსაფრთხო წყალი ადამიანებისთვის აბსოლუტური საჭიროებაა. უსაფრთხო წყლის გარეშე შეუძლებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემების შენარჩუნება და ძირითადი ჰიგიენური ღონისძიებების გატარება ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის და მათი პრევენციის მიზნით. მაგრამ უსაფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა არ შეიძლება გარანტირებულად ჩაითვალოს ევროპის კონტინენტის ყველა წერტილში. საჭიროა ძლიერი საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩო, ასევე ინფრასტრუქტურა, საშუალებები და ადამიანური და ფინანსური რესურსები იმისათვის, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს წყლის სათანადო მიწოდება და სანიტარული სისტემა, და ამ სისტემის მიერ მიწოდებული წყალი იყოს ხარისხიანი

  • Water Inspection Laboratory of the National Environmental Agency of Georgia

„ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს“ დაეხმარა აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას კონკრეტული ეროვნული მიზნების დასახვაში სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაეროს წყლის კონვენციის და მისი წყლის და ჯანმრთელობის ოქმის საშუალებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა გააძლიერეს საკუთარი პოტენციალი წყლის მონიტორინგის და ლაბორატორიული ანალიზებისთვის წყლის ხარისხის შესახებ სანდო მონაცემების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოიცავს წყლის მონიტორინგის ქსელების რეაბილიტაციას და ლაბორატორიების რემონტის მხარდაჭერას თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდებით და პერსონალის ტრენინგით.  

დრო დასაფიქრებლად: რას ვაფასებთ და რას ვანიჭებთ პრიორიტეტს რეალურად?

უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისი დასაფიქრებლად დროს მოითხოვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც კი შეგვიძლია, მომავალი კრიზის პრევენციის და უკეთესი მომავლის აშენების მიზნით. ჩვენ ვიცით, რომ არსებულ სისტემებს ბევრი ნაკლი აქვს, და რომ ადამიანის საქმიანობა უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებრივ სამყაროზე. მოდით, აუჩქარებლად გადავაფასოთ ჩვენი ღირებულებები და მივანიჭოთ პრიორიტეტი იმას, რაც რეალურად მნიშვნელოვანია COVID-ის შემდგომ სამყაროში.

უკვე ჩამოყალიბებულია მნიშვნელოვანი კავშირები კარგად მართულ წყლის ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ჯანმრთელობა პრიორიტეტად უნდა დავსახოთ წყლის მენეჯმენტის პროცესში. სახელმძღვანელო პრინციპად ბუნებაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება და მათი მკაცრად დაცვა სასარგებლო იქნება ეკონომიკის აღდგენის და მომავალი განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორი უნდა ჩაერთოს სექტორთაშორის და შიდასექტორულ დიალოგში წყლის მენეჯმენტის პოლიტიკის ჩამოყალიბების და განხორციელებისთვის.

  • Transitional and coastal waters monitoring survey in Georgia

წყალში ინვესტირება უკუგებას იძლევაუპირველეს ყოვლისა, ის უზრუნველყოფს ბუნებრივი ეკოსისტემის სერვისების ეკონომიკურ სარგებელს – ამით იცავს ბიომრავალფეროვნებას და წყლის ეკოსისტემებს, რომლებსაც შეუძლია ბუნებრივი ბუფერის როლის შესრულება ვირუსების გავრცელების წინააღმდეგ. მეორეს მხრივ, ის აუმჯობესებს წყლის მიწოდების და გაწმენდის სისტემების მდგრადობას ისეთი კრიზისების მიმართ, როგორიცაა მიმდინარე COVID-19 პანდემია, უსაფრთხო სუფთა წყლის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით ელემენტარული ჰიგიენისთვის. და ბოლოს, წყლის სათანადო მენეჯმენტი ამცირებს ტვირთს ჯანდაცვის სექტორზე: წყლის მენეჯმენტის პრაქტიკის გაუმჯობესებას მინიმუმამდე დაჰყავს ფარული ხარჯების გადატანა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სექტორზე.

უამრავი საკითხი მოითხოვს მონაცემთა შემდგომ შეკრებას, კვლევას და ანალიზს. მიმდინარე გამოწვევის უპრეცედენტო მასშტაბი მკაფიოდ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა, უფრო ეფექტური თანამშრომლობა და ჩვენი მიზნისადმი ერთგულება, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელ ადამიანებს ჯანმრთელ პლანეტაზე.

Article published by EUWI+ in English and Russian



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,