გააცნობიერე დეზინფორმაცია: დაფიქრდი, სანამ გააზიარებ
მაისი 4, 2020

გააცნობიერე დეზინფორმაცია: დაფიქრდი, სანამ გააზიარებ


შეამოწმე მისამართი

  • ადამიანები ზოგჯერ შეცდომას უშვებენ ვებსაიტის მისამართის აკრეფისას. ამ ფაქტის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად თაღლითები ქმნიან ყალბ ვებსაიტებს, რომლებიც ძალიან ჰგავს რეალურ, კარგად ცნობილ ვებსაიტებს.
  • ძნელია  bbcnews1.com აგერიოთ რეალურ დასახელებაში bbc.com/news, მაგრამ საიტზე .info იყო გამოყენებული, თუ .com. შეიძლება უფრო რთული დასამახსოვრებელი იყოს. ასეთ შეცდომებს თავი რომ აარიდოთ, ჩაინიშნეთ თქვენი საყვარელი წყაროები, ან შეიყვანეთ ახალი ამბების ვებსაიტის დასახელება საძიებო სისტემაში.
  • თუ ელ-ფოსტაში ან სოციალურ მედიაში გხვდებათ ჰიპერბმული, თითს დაჭერამდე მასზე თქვენი კურსორი გადაატარეთ. ამის საშუალებით მისამართს სრულად დაინახავთ და შეამოწმებთ, ნაცნობია დომენი, თუ არა. გარდა ამისა, ეს არის სასარგებლო პრაქტიკა თქვენი კომპიუტერების დასაცავად ვირუსებით ინფიცირებისგან.

შეამოწმე შინაარსი

  • ახალი ამბები ხშირად საკმაოდ მშრალია, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც მაგალითად, ორ ადამიანს ძაღლი გაყინული წყლიდან ამოჰყავს გადასარჩენად და უცებ აღმოჩნდება, რომ ეს მგელია. საკურთხევლის მომსახურე ბიჭების ამბავი, რომლებმაც საცეცხლურში მარიხუანა ჩაყარეს, თითქმის ასეთივე შთამბეჭდავია, მაგრამ სამწუხაროდ, ყალბია. თქვენი პირველი ინსტინქტი ისტორიის რეალობასთან დაკავშირებით ყოველთვის სანდო არ არის, ამიტომ აუცილებელია მისი შინაარსის სხვა მეთოდებით შემოწმება.
  • თუ იმ სტატიის წყარო, რომელსაც კითხულობთ, უცნობია, შეამოწმეთ მისი შინაარსი ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების მიხედვით აღიარებულ გამოცემებში, როგორიცაა BBC, Deutsche Welle, ან the New York Times. გარდა ამისა, ზოგჯერ შეიძლება დაგეხმაროთ სამინისტროების ან სამთავრობო უწყებების ვებგვერდები.
  • და რა თქმა უნდა, ხელმომწერთა/მიმდევართა დიდი რაოდენობა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ სოციალური მედიის ანგარიში სანდო წყაროა.
  • ზოგჯერ ამოტივტივდება ხოლმე წლების წინ დაწერილი სტატია, რომელსაც იყენებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით, თავდაპირველი ან შეცვლილი ფორმით. ყოველთვის შეამოწმეთ პუბლიკაციის თარიღი და არ გამოგეპაროთ მოძველებული ინფორმაცია ან სტატისტიკა.

არ მოტყუვდე

  • ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შექმნა თითქმის ყველაფრისგან შეიძლება. მაგალითად, რაც შეეხება კორონავირუსს, რიგ გამოქვეყნებულ სტატიებში COVID-19 ყალბად არის გამოცხადებული ლაბორატორიაში შემუშავებულ ბიოლოგიურ იარაღად; მონაცვლეობით აშშ-ს, ღრმა სახელმწიფოს ან ჯორჯ სოროსის მიერ; იმ მიზნით, რომ ადამიანებს თავში მიკროჩიპები ჩაუდგან და მსოფლიოს მოსახლეობა აკონტროლონ.
  • ტექსტმა, რომელშიც გაცხადებულია, რომ რაღაც მოვლენის უკან დგას მავნე განზრახვის მქონე საიდუმლო ჯგუფი, მაშინვე უნდა დაგაეჭვოთ. ეს ეჭვი კიდევ უფრო საფუძვლიანი უნდა გახდეს, თუ სტატიაში ნათქვამია, რომ:
    • შემთხვევით არაფერი ხდება
    • არაფერია ისეთი, როგორადაც ჩანს
    • ყველაფერი ერთანეთთან არის დაკავშირებული
  • გარდა ამისა, დაიმახსოვრეთ: ისეთი სტატიების გაზიარებამ, რომლებიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის განკურნება შესაძლებელია მარილიანი წყლით ან ჯანჯაფილით, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, რადგან მათ შეიძლება ჩააგონონ ადამიანებს ავტორიტეტული სამედიცინო რეკომენდაციების იგნორირება.

შეამოწმე მასობრივი ინფორმაციის საშუალება

  • სანდო, პროფესიული მედია არ იყენებს კონსპირაციის თეორიებს და აქვს ცალსახა მოსაზრებები მათი წარმომავლობის თაობაზე: ეს ავტორის პირადი, არაოფიციალური მოსაზრებაა.
  • მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტიკა იცავს დარგის დადგენილ სტანდარტებს: სტატიას უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი წყარო და მასში განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მოსაზრებები დაბალანსებული შეფასების წარმოსადგენად მოცემულ საკითხზე.
  • თუ ეჭვობთ, შეამოწმეთ მასობრივი ინფორმაციის საშუალების ნაწილი “შესახებ და კონტაქტები”… თუ ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალება ნამდვილად სანდოა, თქვენ იპოვნით იქ მომუშავე ჟურნალისტების სიას და გამჭვირვალე ინფორმაციას ორგანიზაციის და მისი დაფინანსების შესახებ.
  • გაკრიტიკების შემთხვევაში დეზინფორმაციული მედია-საშუალებები ხშირად იყენებენ საპირისპირო არგუმენტებს და შეიძლება შეეცადონ იმის დასაბუთებას, რომ ისინი კი არა, სწორედ თქვენ აბნევთ სხვებს ან აწვდით მათ დეზინფორმაციას. როგორც ეს ნათქვამია ბრწყინვალე ტვიტში Darth Putin: “თუ ის გავს იხვს, იხვივით ყიყინებს, ამბობს, რომ იხვი არ არის, მოითხოვს დაუმტკიცოთ, რომ იხვია, გაბრალებთ იხვობას, ამბობს, რომ თქვენი ძაღლი იხვია, რომ თქვენი მეგობრის კატა იხვია და რომ სამივე ზემოხსენებული “იხვი” რუსოფობიული იხვია, ეს არის კრემლის იხვი”.
  • Think before you share

შეამოწმე ავტორი

  • იცით, ვინ არის სტატიის ავტორი? შეგიძლიათ მისი წინა ნაშრომების პოვნა? პატივსაცემ ჟურნალისტს ყოველთვის აქვს წარსული პროფესიული მიღწევების სია.
  • თუ ეჭვობთ, შეამოწმეთ, იძებნება თუ არა ავტორთან (ან ტექსტის საკვანძო სიტყვებთან ან პარაგრაფებთან) დაკავშირებული რაიმე შედეგები ფაქტების შესამოწმებელ („ფაქტჩეკერი“) ვებსაიტზე. მიღწევების სია დეზინფორმაციასაც აქვს.
  • საერთოდ არსებობს კი ეს ჟურნალისტი? ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ავტორი ინფორმაციას ყალბი სახელით აქვეყნებს.

შეამოწმე წყაროები

  • ზოგჯერ ექსპერტი არის არა რეალური, არამედ “ექსპერტი” სპეციალიზაციით ერთდროულად ღრმა სახელმწიფოს, ანტიკური უცხოპლანეტელების და საგარეო საქმეთა სფეროში.
  • და ზოგჯერ ანალიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც პროგრესული იდეების და კრიტიკული აზროვნების გავრცელებას გვპირდებიან, უბრალოდ კრემლის დროში გამოცდილი წარმომადგენლები არიან.
  • თუ სტატიაში მითითებულია მხოლოდ ანონიმური წყარო, ან წყარო საერთოდ არ არის მითითებული, მას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ.

შეამოწმე ფოტოები

  • დანახვა ყოველთვის ნდობას უკვე აღარ ნიშნავს. ზოგჯერ ფოტოებს იყენებენ სხვა ქვეყანაში, ან ხელმეორედ იყენებენ წლების შემდეგ სრულიად განსხვავებულ კონტექსტში. ფოტოების ასეთი არასწორი გამოყენებით შეიძლება “დაასაბუთონ”, რომ ჩატარდა კორონავირუსის შეზღუდვების ან ნატოს საწინააღმდეგო მასობრივი აქცია, რომელიც რეალურად არ ჩატარებულა.
  • შეამოწმეთ, გამოყენებული იყო თუ არა ფოტო ადრე; ამისათვის ატვირთვით ის საიტზე Google Reverse Image Search ან TinEye.
  • კომპოზიციის ან კუთხის შეცვლით, ან მხოლოდ ფოტოს კადრის/გამოსახულების ჩამოჭრის საშუალებით, ბრბო შეიძლება გამოჩნდეს ძალიან პატარა ან უზარმაზარი. და რაღა თქმა უნდა, არსებობს ფოტოსურათების რედაქტირების საშუალებების მთელი არსენალი…
  • იგივე შეიძლება ითქვას ვიდეოზე, რადგან “ღრმა და ზერელე” ციფრული ფაბრიკაციები თანდათან უფრო მარტივდება. იხილეთ ეს ისტორიები გამოცემებში The Wall Street Journal დაThe New York Times.
  • Think before you share
  • Think before you share
  • Think before you share

დაფიქრდი, სანამ გააზიარებ

  • სათაურის მიზანია ადამიანს აიძულოს მასზე თითის დაჭერა. არ გადაყლაპოთ სატყუარა/(არ დააჭიროთ თითი), ჯერ წაიკითხეთ სტატია (და გააზიარეთ მხოლოდ ამის შემდეგ)!
  • თუ სოციალურ მედიაში რაიმე ძალზე პოპულარულს ხედავთ, უფრთხილდით ბოტებს! უნდა დაეჭვდეთ, თუ ეს ანგარიში აქვეყნებს უფრო მეტ პოსტს, ვიდრე ადამიანს შეუძლია გამოაქვეყნოს, თუ მას აქვს ენობრივი ან სინტაქსური პრობლემები, ან ვერ მონაწილეობს საუბარში.
  • და რაღა თქმა უნდა, ფართოდ გაზიარებული ინფორმაცია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის სწორია. ფაქტიურად, ეს მის პოპულარობასაც კი არ ნიშნავს, რადგან 50,000+ მოწონების, გაზიარების, რეტვიტის და ნახვის ყიდვა სულ რამდენიმე ასეული ევრო ღირს.
  • დეზინფორმაციის სამიზნე ხშირად არის ემოციები, აპელირება ჩვენს უსამართლობის გრძნობაზე, შიშზე, აუცილებლობაზე, ზიზღზე და სხვა უარყოფით ემოციებზე. ფოტოები, ემოციის სიმბოლოები და ეფექტური სათაურები კიდევ უფრო ამძაფრებს სტატიის ემოციურ განწყობას ან სოციალური მედიის პოსტს. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იყენებენ ამ ტაქტიკებს კომბინირებულად კონკრეტული შეტყობინების გადმოცემის მიზნით.
  • ხუმრობას და სატირას გამოხატვის საკუთარი საშუალებები აქვს და არ არის აუცილებელი, რომ ისინი რეალური იყოს. ხუმრობა სწორედ ამიტომ არის ხუმრობა, ხოლო სატირა – სატირა. გაიცინეთ, მაგრამ ნუ აღიქვამთ მათ გამომჟღავნებულ სიმართლედ.
  • თუ გსურთ თქვენი უნარების ტესტირება, გამოსცადეთ საკუთარი ძალები საიტზე EUvsDisinfo quiz – შეამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა რეალური ინფორმაციის, სატირის და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა.
  • Think before you share
  • Think before you share

შეამოწმე “ფაქტჩეკერების” საქმიანობა

დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზა კორონავირუსის შესახებ – FIRSTDRAFT
“ფაქტჩეკერები”: PolygraphStopFake, Snopes და Politifact
იპოვნეთ თქვენი ადგილობრივი “ფაქტჩეკერი” ამ სიიდან, ან იპოვნეთ აქ ორგანიზაციები, რომლებიც Facebook-თან ერთად მუშაობენ

ონლაინ გამომძიებლები – Bellingcat
დეზინფორმაციის გამოაშკარავება და განმარტება – Digital Forensics Lab

ევროპული ინიციატივები:
EUvsDisinfo database
European Commission: Euromyths
European Parliament Think Tank: Disinformation
European Elections 2019

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეამოწმეთ ჩვენი საკითხავი სია. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ იცით ყველაფერი, რაც აქ დავწერეთ და კიდევ უფრო მეტი, გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს!

სტატია გამოქვეყნებულია ინგლისურად და რუსულად საიტის მიერ euvsdisinfo.eu



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,