ევროკავშირი და საქართველო: ქალების მხარდაჭერა წარმატებისთვის
მარტი 5, 2018

ევროკავშირი და საქართველო: ქალების მხარდაჭერა წარმატებისთვის


სამართლიანი საზოგადოების მხარდაჭერა, სადაც ქალები და კაცები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და მაღალი ხარისხის განათლების შესაძლებლობებით უზრუნველყოფა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის წარმატებით გასახორციელებლად ევროკავშირი საქართველოს ეხმარება.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა. მასალის გმირები, ქალები სხვადასხვა კუთხიდან ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე ჰყვებიან. ისტორიებიდან ჩანს, თუ როგორ ეხმარება ეს თანამშრომლობა მთელი საქართველოს ქალებს ცხოვრების შეცვლაში პრაქტიკულ დონეზე და ქვეყნის გაძლიერებაში.

ბაია და გვანცამეღვინეები, რომლებმაც ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ბიზნესად აქციეს

მეღვინეობა ყოველთვის იყო ჩვენი ოჯახის საქმიანობა, მაგრამ ჩვენ ღვინოს პირადი მოხმარებისთვის ვაკეთებდით, და არა კომერციული მიზნით“, – ამბობს ბაია აბულაძე, 24 წლის მეღვინე გოგო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩიდან.

შემდეგ უკვე ამ საქმიანობით ოჯახის ახალგაზრდა წევრები დავინტერესდით და ვიზრუნეთ იმისათვის, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია ბიზნესად გვექცია“, – ეს ბიზნესი იყო ბაიას ღვინო.

ბაიას პროდუქცია 2015 წლიდან გამოდის, უკვე არა მარტო საქართველოში, არამედ ევროკავშირშიც იყიდება.

  • Baia Abuladze, a 24-year old winemaker from Obcha village in the Bagdati Municipality of Georgia
  • Road sign pointing direction to Baia’s wine cellar
  • Baia’s wine cellar
  • Baia’s wine cellar

ბაია მცირე მეწარმეობას თავის დასთან, გვანცასთგან ერთად უძღვება. ისინი იყენებენ ისეთ იმერულ ჯიშებს, როგორებიცააცოლიკოური“, “ციცქა“, “კრახუნადაოცხანური საფერე“. ბაიას გეგმაა იმ დაკარგული ყურძნის ჯიშების გაშენებაც, რომლებსაც მეურნეობაში აღარ იყენებენ და მხოლოდ ლაბორატორიებშია დაცული.

სამეწარმეო მხარდაჭერა, რომელიც ბაიამ ევროკავშირისგან მიიღო, არაფორმალური განათლების მიღებას, კონტაქტების, გაყიდვებისა და პროდუქციის რეკლამირების გაუმჯობესებას გულისხმობდა.

ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მეწარმე ქალთა კონფერენციაზე პრეზენტაცია გავაკეთე და რამდენიმე საინტერესო კონტაქტი დავამყარე. ღონისძიება ორგანიზებული იყო ბრიუსელში ორგანიზაციის WEgate platform-ის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი“, – განმარტავს ბაია.

მონაწილეობა მიიღო ევროპის განათლების ფონდის მიერ უკრაინაში ორგანიზებულ კურსში, სადაც შეისწავლა, თუ რა დახმარებას სთავაზობენ ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, ის გზები, რომლის საშუალებითაც წარმატებით აფართოებენ საკუთარ ბიზნესს.

2017 წელს დაიწყო ბაიას ღვინის ექსპორტი ავსტრიაში ავსტრიელი პარტნიორის დახმარებით, რომელიც მან თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე გაიცნო. 2018 წლის იანვარში ბერლინის მწვანე კვირეულის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

  • Baia and her sister Gvantsa working on their family-run vine field
  • Baia and Gvantsa tasting their wine
  • Baia’s wine and Gvantsa’s wine
  • Baia with her father

მე, როგორც მეწარმეს, ძალიან დამეხმარა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან ერთად მოაწერა ხელი“, – ამბობს ბაია და აგრძელებს: “საგადასახადო განაკვეთი ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებში ძალიან მაღალია. ევროპულ ქვეყნებთან კი ის ახლა განსხვავებულია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება კარგი არჩევანი იყო საქართველოსთვის. ღვინის გატანა ბერლინის გამოფენაზე ჩვენ ყოველგვარი საექსპორტო გადასახადის გარეშე შევძელით“.

ბაიას და გვანცა ოჯახურ ბიზნესს მოგვიანებით შეუერთდა. მანამდე ის ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS) პროგრამით შვედეთში ცხოვრობდა.

გვანცა ახალი, ინოვაციური იდეებით შემოგვიერთდა“, – ამბობს ბაია და ამატებს: “ის არა მარტო მართავს ჩვენს ღვინის წარმოებას, არამედ ჩართულია ღვინის ტურიზმის განვითარებაში. მან ჩვენი წარმოება ისეთ საიტებზე დაარეგისტრირა, როგორიცაა TripAdvisor, Booking.com და Airbnb. ჩემმა დამ ევროპული ცოდნა და გამოცდილება გადმოიტანა ჩვენს გარემოში“.

მაია და ლიადევნილები სოფლის მეურნეობაში ახალ მომავალს ნერგავენ

ლია კეკელიშვილმა ოჯახთან ერთად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დატოვა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში დასახლდა. ლია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის “ტყის ნობათის” ერთ-ერთი დამაარსებელია.

კონფლიქტის ზონიდან დევნილ სხვა ქალებთან ერთად ტრადიციული, ორგანულიასკილისვარდის ნაყოფის მოსავლის მიღება და დამუშავება გადავწყვიტეთ. ეს არის ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი. საქართველოში მისი ექსტრაქტი ჩაის და წვენის მისაღებად გამოიყენება“, – ამბობს ლია.

ამ ტერიტორიაზე დასახლების შემდეგ, თავდაპირველად ქალებს ცხოვრება გაუჭირდათ. დევნილები ვიყავით. კონფლიქტამდე მასწავლებლად ვმუშაობდი. აქ გადმოსვლის შემდეგ კი არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. ბიზნესის წამოწყება გამოწვევა იყო. ამ სფეროში გამოცდილება არც ერთ ქალს არ ჰქონდა, მათ ვარდის ნაყოფის შეგროვება, გაშრობა და გაყიდვა უნდა ესწავლათ. გარკვეული წინააღმდეგობაც შეხვდათ“, – აგრძელებს ლიას დაწყებულ საუბარს კოოპერატივის წევრი მაია გარსიძე.

თავიდან ჩვენ საქმეს სერიოზულად არც კი აღიქვამდნენ. აქაური ხალხი გაუთავებლად გვეკითხებოდა: რაიმე მოგება გრჩებათ?” – საუბარს კვლავ ლია კეკელიშვილი აგრძელებს.

კოოპერატივის წევრებმა ევროკავშირისგან გრანტის სახით 25 000 ევრო მიიღეს. ამ ფულით სათბურებისა და საშრობი თაროების შეძენა შეძლეს, ასევე, მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარება.

  • Lia Kekelishvili, one of the founder of agricultural cooperative
  • Lia and other women who founded the cooperative to grow organic rose hip
  • Inside the green house of the agricultural cooperative “Gifts of a Forest”
  • Bio standards certificate received by the co-operative
  • Inside the green house of the agricultural cooperative “Gifts of a Forest”

ახლახანს ბიოსერთიფიკატი მოიპოვეს, რომელიც მათ საკუთარი პროდუქციის აშშში გაყიდვის საშუალებას აძლევს. სერთიფიკატი ადასტურებს, რომ მცენარეები, საიდანაც ექსტრაქტს იღებენ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იზრდება, დღეისათვის კი აშშში ვარდის ნაყოფის ექსტრაქტის 18 000 ბოთლია ექსპორტირებული.

ქალები ამბობენ, რომ იპოვეს ბიზნესის ნიშა, რომელსაც სოფლის სხვა მაცხოვრებლები მანამდე არ აფასებდნენ და მათ ჩასვლამდე აუთვისებელი იყო. ისინი სხვების მიწას იყენებენ, ხოლო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი თავიანთი ოჯახების ახალ საცხოვრებელ ადგილზე თავის გატანაში ეხმარება.

ამ ბიზნესმა ჩვენი და ჩვენი ოჯახების ცხოვრება შეცვალა“, – აღნიშნავს ლია კეკელიშვილი.

ნინო გოზალიშვილი: ელჩი, რომელიც საქართველოს სხვა ახალგაზრდებს ევროკავშირს აცნობს

ნინო გოზალიშვილიახალგაზრდა ევროპელი ელჩია“, რომლის მიზანია ქვეყნის სხვა ახალგაზრდებისთვის ზუსტი ინფორმაციის გაზიარება ევროკავშირისაქართველოს თანამშრომლობაზე.

მინდა ხალხს ინფორმაცია მივაწოდო ევროკავშირში არსებული უამრავი შესაძლებლობის შესახებ და ვუთხრა მათ, რომ ეს შესაძლებლობები არ არის შორეული მიზანი, რომ მათი გამოყენება შეიძლება აქ და ახლა“, – ამბობს ნინო.

2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ნინოახალგაზრდა ევროპელი მეზობლებისქსელის წევრია. 2017 წლის მაისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით პროექტი განახორციელა, ევროპული ფასეულობების შესახებ რაჭის მაღალმთიან რეგიონში. ამ პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში რაჭაში სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის ფასეულობებისა და საქართველოევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისინიციატივაში მონაწილეობამ ჩემთვის უფრო მკაფიო გახადა მისი, როგორც ღია პლატფორმის მნიშვნელობა იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ყველაფერი ერთად საერთო ევროპულ მომავალს ჰქმნის“, – ამბობს ნინო.

  • Nino Gozalishvili, Young European Ambassador from Georgia
  • Nino (2nd on the left) at the YEAs meet-up in Brussels in July 2017.

ახლა ნინო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ნაციონალიზმის საფუძვლებს სწავლობს, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მისი კვლევის ძირითადი საკითხია ეროვნული პოპულიზმი დემოკრატიულ საზოგადოებაში. რამდენიმე თვის წინ მუშაობდა რბილი ძალის გავლენის საკითხზე საქართველოში. კვლევამ ნინო დაარწმუნა, რომ არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის მიღებით საზოგადოებას შეიძლება მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს ევროკავშირის მიმართ.

ვფიქრობ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორი დამყარებული უნდა იყოს კარგად ინფორმირებულ და მცოდნე ფართო საზოგადოებაზე“, – ამბობს ის.

ეს ის მოსაზრებაა, რომლის დამტკიცებაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანას ვცდილობ“.

ნანა კაციასტუდენტი, რომელიც ქართულ და ევროპულ მუსიკალურ განათლებას აერთიანებს

ნანა კაცია მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც მე-20 საუკუნის მუსიკას იკვლევს. ახლა ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტია და ახლახან ერაზმუს+ პროგრამით ერთი სემესტრი პოლონეთში, კრაკოვის მუსიკალურ აკადემიაში ისწავლა.

ნანა ამბობს, რომ კონსერვატორიის სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შანსი შეზღუდულია. პოლონეთში სასწავლებლად წასვლამ ნანას ევროპელი კომპოზიტორების შიონბერგის, ვაგნერის და მესიანის შემოქმედების შესწავლის და მათი საარქივო მასალის კვლევაში გამოყენების საშუალება მისცა.

  • Nana Katsia
  • Nana Katsia
  • Nana Katsia

შეუძლებელია კომპოზიტორის ისტორიული და მუსიკალური გავლენის გაანალიზება მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან“, – განმარტავს ნანა და ამბობს, რომ ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაცნობის გარეშე მისი კვლევა ძალიან შეზღუდული გამოვიდოდა.

ნინო ამჟამად ერაზმუს+ პროგრამის კოორდინატორია კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების და სამეცნიერო კვლევის დეპარტამენტებში. კრაკოვში დაწყებული კვლევა წელს საბოლოო დისერტაციის სახეს მიიღებს.

როდესაც სტუდენტი ხარ, უნდა გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, ეწვიო უამრავ ადგილს და მიიღო სხვადასხვა სახის ცოდნა. ეს ჩემთვის, როგორც პიროვნებისა და პროფესიონალისთვის, დიდი გამოწვევა იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მე ბევრი რამ გადავაფასე, რადგან ორივე პერსპექტივა მქონდა“, – ამბობს ნანა.

დალი ვეშაგურიძესკოლის ბუღალტერი, რომელმაც მასწავლებლებს მებაღეობის მშვენიერება გააცნო

როდესაც დალი ვეშაგურიძემ, სკოლის ბუღალტერმა, თავის თანამშრომელ მასწავლებლებთან ერთად კოოპერატივის დაარსება გადაწყვიტა, მათი ოჯახის წევრები სკეპტიკურად განეწყვნენ: “გვეუბნებოდნენ, ვინ მოგცემთ თქვენ გრანტს, 49 ათას ევროს ვინ დაგანახებთო?”

სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) შესახებ 2015 წელს შეიტყო. როდესაც მან და სკოლის კიდევ ოთხმა მასწავლებელმა კახეთში, ქვემო ალვანში კოოპერატივი ნერგები დააარსეს, მათ ENPARD-ის გრანტი მიიღეს.

  • Founders of Nergebi cooperative supported by ENPARD
  • Dali Veshaguridze, one of the founders of agriculture co-operative in Zemo Alvani, Kakheti Region
  • Some of the plants Dali and her co-workers grow

სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჩვენ სახლებში ვბრუნდებოდით ოჯახების მოსავლელად. მერე, საღამოს ცხრა საათამდე, ვიკრიბებოდით და იყო შემთხვევები რომ შემოგვათენდებოდა ხოლმე. 2015 წლის დამთავრებამდე შევძელით სათბურის აშენება. პირველ წელს ძალიან ბევრი ვისწავლეთ, მონაწილეობას ვიღებდით საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა სახის ტრენინგში, გავეცანით ჩვენნაირ ადამიანებს ევროპაში. ჩვენ მიერ გავლილი ტრენინგები მოიცავდა ბუღალტერიას, აგრონომიას, ადვოკატირებას, მარკეტინგსა და ბიზნეს პროექტების წერას“, – ჰყვება დალი.

კოოპერატივის პრინციპი ძალიან მოგვეწონა. თუ სამუშაოს ერთი ადამიანი შეასრულებს, მისი ხარჯი ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ხუთი ადამიანის ერთად. ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ, გვყავს შვილები და შვილიშვილები, და სუფთა პროდუქტს ვაწარმოებთ“, – ამბობს დალი.

პირველ წელს კოოპერატივში მხოლოდ კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. ახლა სეზონზე ექვს ტონამდე პროდუქციას აწარმოებენ და ადგილობრივ ბაზარზე, მეზობელ სოფლებში და ქალაქში ჰყიდიან.

  • Inside the green house of Nergebi cooperative
  • Inside the green house of Nergebi cooperative
  • Inside the green house of Nergebi cooperative
  • Inside the green house of Nergebi cooperative

იმის მიუხედავად, რომ მებაღეობა დაიწყეს, კოოპერატივის წევრები აგრძელებდნენ სკოლაში მუშაობას. ზოგიერთ მათგანს მუშაობის 20 წლამდე გამოცდილება აქვს. ამბობენ, რომ ახლა მათი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა და რომ სამუშაო, რომელსაც მიწაზე ასრულებენ, ერთგვარი თერაპიაა.

მცენარეების მოვლა ისეთივე სასიამოვნო პროცესია, როგორც ოჯახის წევრებზე ზრუნვა“, – ამბობს დალი ვეშაგურიძე.

***

ეს არის ისტორიები ქალებზე, რომლებმაც თავაინთ მიზნებს მიაღწიეს საქართველოევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად. მათ მსგავსად, საქართველოში ასობით სხვა ქალი და მამაკაცი იყენებს მსგავს შესაძლებლობებს. მათ შორის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის, კულტურის, ახალგაზრდობის და ენერგოეფექტურობის სფეროებში. საქართველოში ყველა ასაკის ადამიანს, როგორც ქალს, ისე მამაკაცს, შანსი აქვს გააკეთოს ის, რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად ეჩვენებოდა

გვანცა ნემსაძე

Article published by local media outlet On.ge in Georgian



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,