საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2020 წ. -საქართველო

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2020 წ. -საქართველო

ივნისი 16, 2020

პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).
2020 წლის კვლევის მიხედვით:

  • საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
  • საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს. 
  • საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.
  • საქართველოს მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგებარომელიცევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირისურთიერთობის შესახებკვლევები შემდეგი საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს:

  • ზოგადი წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ
  • ევროკავშირთან დაკავშირებული ფასეულობები
  • ევროკავშირის ურთიერთობების შეფასება მშობლიურ ქვეყანასთან
  • ინფორმირებულობა ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მისი ეფექტიანობის შეფასება
  • ინფორმაციის წყაროები
  • ქვეყნის შეფასება და სამომავლო მოლოდინები

საზოგადოებრივი აზრის კვლევა (საველე სამუშაო) ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში თითოეულ ქვეყანაში.

მოიძიეთ ინფორმაცია 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზერეგიონული მიმოხილვა იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ იხილეთ აქ.

ჩამოტვირთვა




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,