საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2020 წ. : რეგიონული მიმოხილვა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2020 წ. : რეგიონული მიმოხილვა

ივნისი 16, 2020

პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

2020 წლის კვლევის მიხედვით:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა 49% დადებითად აღიქვამს ევროკავშირს (EU) – ეს მაჩვენებელი 4%-ით აღემატება 2016 წლის საწყის მაჩვენებელს.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა 70% თვლის, რომ  ურთიერთობები ევროკავშირსა და მათ ქვეყანას შორის არისკარგი“.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა 57% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო მათი 53% ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 10%- გაიზარდა.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა ნახევარზე მეტს (53%), რომელიც ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, შეუძლია დაასახელოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მინიმუმ ერთი კონკრეტული პროგრამა მათ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ზრდა +18% 2017 წელთან შედარებით.
  • ევროკავშირი არის საერთაშორისო ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან, და ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ენდობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა უმრავლესობა (60%). ნდობა უფრო მაღალია საქართველოში (69%), უკრაინაში (66%), მოლდოვაში (63%) და სომხეთში (60%), და უფრო დაბალიბელარუსში (45%) და აზერბაიჯანში (41%).

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა (საველე სამუშაო) ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში თითოეულ ქვეყანაში.

ჩამოტვირთვა



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,