საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2019 წ. : რეგიონული მიმოხილვა
ივლისი 3, 2019

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, 2019 წ. : რეგიონული მიმოხილვა


პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

2019 წლის კვლევის მიხედვით:

  • აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნების მოქალაქეების 52%  დადებითი  აზრისაა  ევროკავშირის  შესახებ  – აღინიშნება  7%-იანი ზრდა  2016  წლის  მაჩვენებელთან  შედარებით.
  • აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნების  მოქალაქეების  67%  თვლის, რომ  საქართველოს  „კარგი“  ურთიერთობები  აქვს  ევროკავშირთან.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების 54% ინფორმირებულია ევროკავშირის მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და 50% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია – აღინიშნება 7%-იანი ზრდა 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების ნახევარზე მეტი (53%), რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ასევე იცნობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სულ მცირე ერთ კონკრეტულ პროგრამას თავის ქვეყანაში – აღინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა +18%-ით 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
  • ევროკავშირი არის ყველაზე სანდო და ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების უმრავლესობის (58%) აზრით.

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ.

ანგარიშები და ინფოგრაფიკა კონკრეტული  ქვეყნებისათვის  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

სომხეთი

აზერბაიჯანი

ბელარუსი

საქართველო

მოლდოვის რესპუბლიკა

უკრაინა

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:  სომხეთიაზერბაიჯანიბელარუსისაქართველომოლდოვის რესპუბლიკა, და უკრაინა.

ჩამოტვირთვა



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,