EU4Culture: გზამკვლევი საგრანტო განაცხადის წარდგენის მსურველთათვის  კონკურსზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქალაქების (არა-დედაქალაქების) მხარდაჭერა კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში“

EU4Culture: გზამკვლევი საგრანტო განაცხადის წარდგენის მსურველთათვის  კონკურსზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქალაქების (არა-დედაქალაქების) მხარდაჭერა კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში“

ივნისი 9, 2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა EU4Culture პროექტმა პირველი საგრანტო კონკურსი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქალაქების (არადედაქალაქების) მხარდაჭერა კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში“, გამოაცხადა. ამასთან, გამოქვეყნდა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განკუთვნილი რეკომენდაციებიც.

კონკურსის მიზანია, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ოთხ ქვეყანასაზერბაიჯანს, მოლდოვის რესპუბლიკას, სომხეთსა და უკრაინას კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში დაეხმაროს, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება.

ამ პროცესის პირველი ნაბიჯი  აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან ხუთი ქალაქის შერჩევა იქნება. ამის  შემდეგ შერჩეული ქალაქები საკუთარი კულტურის განვითარების სტრატეგიების შექმნისთვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად კონკურსში ჩაერთვებიან.

საპროექტო კონცეფციების წარდგენის ბოლოო ვადაა 30 ივნისი.

ახალი პროექტის, EU4Culture, საქმიანობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურის და შემოქმედებით სექტორს უკავშირდება. მისი ამოცანა კულტურის, როგორც მთელი რეგიონის ზრდის და სოციალური წინსვლის მამოძრავებელი ძალის, განვითარებაა.

კონკურსის დეტალები

ჩამოტვირთვა



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,