ელექტრონული მმართველობის კონფერენცია დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე – შეიტანეთ განაცხადი მონაწილეობის მისაღებად

ელექტრონული მმართველობის კონფერენცია დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე – შეიტანეთ განაცხადი მონაწილეობის მისაღებად


აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული მმართველობის მესამე კონფერენცია თემაზე, „დეზინფორმაცია ციფრულ ეპოქაში. მისი გავლენა დემოკრატიაზე, სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე“,  26 ნოემბერს ესტონეთის ქალაქ ტარტუში ჩატარდება. 

კონფერენციაზე გააანალიზებენ ისეთი პრობლემების მოგვარების გზებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია ციფრულ ეპოქაში და საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა. ღონისძიებაზე ასევე განიხილავენ ე.წ. „ფილტრის ბუშტებს“ — ფენომენს, როცა სოციალური მედიით მიღებული ინფორმაცია ჩვენს ინტერესებსა და შეხედულებებზეა მორგებული — და იმას, თუ როგორ შეიძლება, დემოკრატიისთვის საფრთხის შემქმნელ ამ მოვლენას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დავუპირისპირდეთ. 

კონფერენციის ორგანიზება ერთობლივად უზრუნველყვეს ევროკომისიამ (კვლევის და ინოვაციის პროგრამის, Horizon 2020 ფარგლებში), ავსტრიის რესპუბლიკამ, ტარტუს უნივერსიტეტმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ევროკავშირის საბჭოს სლოვენიის საპრეზიდენტო მმართველობის ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  25 ოქტომბრამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 25, 2021

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,