ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრეზიდენტთან ბრიუსელში შეხვედრისას კორონავირუსის კრიზისისას ქვეყნისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი
იანვარი 22, 2021

ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრეზიდენტთან ბრიუსელში შეხვედრისას კორონავირუსის კრიზისისას ქვეყნისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი


21 იანვარს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაში ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო ენის გამონახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „საქართველოს სჭირდება სრულად ფუნქციონირებადი, წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც სარგებლობს მოსახლეობის ნდობით, რაც მას მისცემს საშულებას, განახორციელოს გადამწყვეტი ქმედებები COVID-19-ის კრიზისიდან სწრაფი, ინკლუზიური, მწვანე და მდგრადი გზით გამოსვლისთვის და გაატაროს რეფორმების უფრო ფართო გეგმა, სასამართლო რეფორმის ჩათვლით“, — აღნიშნულია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხისადმი ევროკავშირის სოლიდარობას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირმა გამოყო 183 მილიონი ევრო დამცავი აღჭურვილობის მიწოდების, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად, ხოლო 150 მილიონი ევრო — მაკროფინანსური დახმარების სახით, რომლის ნახევარი უკვე განაწილებულია. უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ვალდებულებაზე, ხელი შეუწყოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ყველასთვის — ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნების ჩათვლით. ევროკავშირის დამატებითი, კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მიღებული დახმარება საქართველოს ხელისუფლების მიერ COVID-19-ის ვაქცინაციის კამპანიისთვის სათანადოდ მომზადებას შეიძლება მოხმარდეს.

ბორელმა და ზურაბიშვილმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების და ჰუმანიტარული მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის მტკიცე თანადგომას საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის და საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხებში.

ჟოზეფ ბორელი მიესალმა საქართველოში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხში და ქვეყნის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობაში შეტანილ წვლილს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

EU-Georgia factsheet



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,