უკრაინა: საბჭომ ლტოლვილების დასახმარებლად ურთიერთგათანაბრების ფონდებიდან თანხების სასწრაფოდ გამოყოფას დაუჭირა მხარი
მარტი 18, 2022

უკრაინა: საბჭომ ლტოლვილების დასახმარებლად ურთიერთგათანაბრების ფონდებიდან თანხების სასწრაფოდ გამოყოფას დაუჭირა მხარი


16 მარტს ევროპის კავშირის საბჭომ დაამტკიცა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც რამდენიმე ევროპული ფონდიდან თანხების ოპერატიულად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ამ გზით გამოყოფილი ფინანსები იმ ლტოლვილებს მოხმარდებათ, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიისგან თავის დასაღწევად უკრაინას ტოვებენ.

ეს წინადადება — „ურთიერთგათანაბრების ქმედება ლტოლვილებისთვის ევროპაში“ (CARE) — ევროკომისიამ 8 მარტს წამოაყენა. მისი დამტკიცება რამდენიმე ევროპული ფონდის თანხების გადაადგილების პროცესს მეტად მოქნილს ხდის. როგორც საფრანგეთის ტერიტორიული ერთიანობის მინისტრმა, ჟოელ ჟირომ განაცხადა, ლტოლვილების დასახმარებლად ურთიერთგათანაბრების რესურსების სწრაფი გამოთავისუფლება, პირველ რიგში, ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებს დაეხმარება, რომლებიც ომის ზეგავლენას ყველაზე მეტად განიცდიან. მიღებული თანხებით ეს ქვეყნები შეძლებენ, რაც შეიძლება მეტ უკრაინელ ლტოლვილს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება. 

„ევროკავშირმა უკვე მიიღო სამ მილიონამდე ლტოლვილი — უმეტესად ქალები და ბავშვები, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას გამოექცნენ. იქნება ეს თავშესაფარი, პირველადი მოთხოვნილების ნივთები, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, განათლებისა თუ დასაქმების ხელმისაწვდომობა — ევროპამ ამ ყველაფრის უზრუნველყოფით უნდა უჩვენოს უკრაინელ ხალხს, რომ ის საკუთარი ფასეულობების ერთგულია“, — განაცხადა ჟირომ.

მიღებული ზომა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს COVID-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევაშიც დაეხმარება. 

ლტოლვილების ნაკადთან დაკავშირებული ადამიანური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, საბჭომ გადაწყვიტა, წინადადების ტექსტი შესწორებების გარეშე დაემტკიცებინა. მოსალოდნელია, რომ მის დასამტკიცებლად ევროპარლამენტიც დაჩქარებულ პროცედურას გამოიყენებს. ამ გზით საკანონმდებლო აქტის საბოლოო მიღება აპრილის დასაწყისში გახდება შესაძლებელი და ის დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,