თბილისში ევროკავშირი-საქართველოს პირველი ბიზნესფორუმი გაიმართა
ივნისი 23, 2022

თბილისში ევროკავშირი-საქართველოს პირველი ბიზნესფორუმი გაიმართა


2022 წლის 21 ივნისს თბილისში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2022“ გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქში ევროპული ბიზნესის ასოციაციის (EBA) ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პირველად ჩატარდა.

ფორუმს 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ღონისძიებაზე სპეციალური სივრცე ფორუმის მონაწილეებს შორის პირისპირ შეხვედრებს (B2B) დაეთმო. პარალელურად კი წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა მოეწყო.

გარდა ამისა, ევროპულმა ბიზნესის ასოციაციამ ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის საკუთარი კონცეფცია წარმოადგინა. ინიციატივის მიზანს ბიზნესსექტორის გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებელი მექანიზმის შექმნა წარმოადგენს. 

„ევროკავშირი დიდი ხანია, უწყობს ხელს ევროპული ბიზნესის და ევროკავშირთან ვაჭრობაში მონაწილე ქართული ბიზნესის გაძლიერებას. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენ ევროპული ბიზნესის ასოციაციასთან ერთად ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის შექმნაზე გვემუშავა. პლატფორმა აღნიშნული ამბიციური გეგმის შესასრულებლად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,