Stand Up For Ukraine: ვარშავაში ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის სადემონსტრაციო ღონისძიება გაიმართება
აპრილი 1, 2022

Stand Up For Ukraine: ვარშავაში ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის სადემონსტრაციო ღონისძიება გაიმართება


9 აპრილს ვარშავაში კამპანიის, „Stand Up For Ukraine“, ფარგლებში უკრაინისადმი მსოფლიოს მხარდაჭერის გამომხატველი ღონისძიება ჩატარდება. მას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უხელმძღვანელებენ. ღონისძიებაზე აღინიშნება პოლონეთის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ის უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში ასრულებს. 

პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად, ღონისძიებას უშუალოდ დაესწრება პოლონეთის პრეზიდენტიც, ანჟეი დუდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ტრუდო მასში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს.

ღონისძიებით დასრულდება სოციალურ მედიაში მიმდინარე უფრო ფართო კამპანია, რომელიც ევროკომისიამ და კანადის მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით წამოიწყეს. კამპანია, რომლის პარტნიორია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Global Citizen, მიზნად ისახავს, მოიზიდოს დაფინანსება და სხვა სახის მხარდაჭერა უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დასახმარებლად.

სწორედ ამ მიზნით, ინიციატივა, „Stand Up For Ukraine“,  მთავრობების, ინსტიტუტების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების, კომპანიებისა და კერძო პირების მობილიზებას ახდენს. ამ კამპანიაში უკვე ჩართულები არიან ხელოვანები მთელი მსოფლიოდან — მათ შორის ბონო, მადონა, ელტონ ჯონი, მაილი საირუსი, ადამ ლამბერტი, სელინ დიონი და ალანის მორისეტი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ოთხმა მილიონმა ლტოლვილმა  დატოვა. პოლონეთი 2.5 მილიონ ლტოლვილზე მეტს მასპინძლობს. ამასთან, ის ჰუმანიტარული ჰაბის როლშიც მნიშვნელოვან დახმარებას სწევს, რადგან უკრაინაში მთელი ევროპიდან მიღებულ მხარდაჭერას გზავნის.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,