შავი ზღვის დღე საქართველოში

შავი ზღვის დღე საქართველოში

ნოემბერი 4, 2021

31 ოქტომბერს საქართველოში შავი ზღვის დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4Emblas ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება მოეწყო.

ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, „გაიგე მეტი შენი ზღვის შესახებ“. მისი მიზანი იყო მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შავ ზღვასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა, როგორიცაა შავი ზღვის შესაძლო საფრთხეები, აკვაკულტურის განვითარება და შავი ზღვის მდგომარეობა საქართველოს და უკრაინის სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიებზე. ექსპერტებმა თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან დამსწრეებს საკუთარი დაკვირვებები გაუზიარეს.

კონფერენციის შემდეგ ყველა მონაწილე მდინარე ჭოროხის შესართავთან სანაპიროს გაწმენდის ერთობლივ ღონისძიებაში ჩაება. მთლიანობაში მათ სამდინარო და საზღვაო ნარჩენების ათი ასლიტრიანი პარკი შეაგროვეს.

გარდა ამისა, ახალგაზრდა მონაწილეებს წიგნი, „შავი ზღვის საიდუმლოებანი“ და სხვა საჩუქრები  გადაეცათ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,