შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს საქართველოს და ევროკავშირს შორის კავშირის განმტკიცების მიზნით შეხვდნენ
მარტი 2, 2022

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს საქართველოს და ევროკავშირს შორის კავშირის განმტკიცების მიზნით შეხვდნენ


1 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მიმდინარე მდგომარეობის განხილვა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირების განმტკიცება იყო.

შეხვედრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ გასული თვეების განმავლობაში ის მთელი ძალით უჭერდა მხარს „ყოველგვარ დადებით ძალისხმევას, რომელიც საქართველოში სტაბილურობისა და ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისადმი იყო მიმართული”. 

„ევროკომისიასთან და ევროპარლამენტთან ერთად, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა იმ ყოველგვარი ძალისხმევის გასაგრძელებლად, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირების განმტკიცებას ემსახურება“, — დაურთო მან.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა განსაზღვრა ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომლებზეც მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ: „ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რადგან ამ უკიდურესად რთულ პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია ერთად დგომა; მნიშვნელოვანია მკაფიოდ გამოხატვა იმისა, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართალს, კანონზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, მრავალმხრივ მიდგომას და გაეროს ქარტიის სრულ პატივისცემას“. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,