საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩაერთვება
მარტი 12, 2021

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩაერთვება


შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის შუამავლობის მანდატი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მიიღეს. შარლ მიშელი თბილისს 1 მარტს ეწვია და პოლიტიკური დიალოგის განახლების წინადადება წამოაყენა.

დანიელსონი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაში წვლილის შეტანას საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან მჭიდრო თანამშრომლობით შეეცდება. ის საქართველოს ამ მიზნით 12 მარტს ესტუმრა.

„პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. საერთო მიზანი ყველა მხარისთვის მისაღები შედეგების იმ გზით მიღწევა გახლავთ, რომელიც სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესებს დაიცავს და ქვეყნის პროევროპულ გზაზე  წარმატებულ წინსვლას უზრუნველყოფს“, აღნიშნულია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

კრისტიან დანიელსონი 2015-2020 წლებში ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი იყო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,