საქართველო სკოლებში ციფრული ინოვაციების დამნერგავი ახალი პროექტის, „ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში რეგიონული ინოვაციის ჰაბს უმასპინძლებს
იანვარი 22, 2021

საქართველო სკოლებში ციფრული ინოვაციების დამნერგავი ახალი პროექტის, „ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში რეგიონული ინოვაციის ჰაბს უმასპინძლებს


საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ საერთაშორისო გუნდის წევრია, რომელიც სკოლებში ციფრული ინოვაციების დასაჩქარებლად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალ პროექტს ახორციელებს.

პროექტი iHub4Project 1 იანვარს დაიწყო და 30 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იფუნქციონირებს. მისი მიზანი სკოლების სრული ციფრული ინოვაციისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება და ამ პროცესის დაჩქარება იქნება. პროექტი მენტორობის მოდელის შექმნის მიზნით  ევროპის ხუთ ქვეყანაში — მათ შორის საქართველოში —  რეგიონული ინოვაციის ჰაბებს ჩამოაყალიბებს. მენტორობის საპილოტე ვერსია 75 სკოლაში 600 მასწავლებლის მონაწილეობით განხორციელდება.

ევროკავშირის პროგრამის, „ჰორიზონტი 2020-ის“ მიერ დაფინანსებული პროექტი შეიმუშავებს მხარდაჭერის განსხვავებულ მექანიზმებს, რომლებიც ციფრულ სფეროში კვალიფიცირებულ და ნაკლებად კვალიფიცირებულ მასწავლებლებს და სკოლებს შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. 

პროექტს, iHub4Schools project, კოორდინაციას უწევს ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთში ცხრა ბენეფიციარისგან შემდგარი გუნდით ნორვეგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

iHub4Schools project



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,