პროგრამის, Erasmus+ 2022 წლის ბიუჯეტი 3.9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა
ნოემბერი 26, 2021

პროგრამის, Erasmus+ 2022 წლის ბიუჯეტი 3.9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა


24 ნოემბერს ევროკომისიამ დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამის, Erasmus+ 2022 წლის კონკურსისთვის. ინიციატივას 2022 წლის ყოველწლიური სამუშაო პროგრამის დამტკიცება უძღოდა წინ. 

მომავალი წლისთვის 3.9 მილიარდ ევრომდე გაზრდილი ბიუჯეტით, Erasmus+ გააგრძელებს დაინტერესებული მხარეებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას. ეს მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საზღვარგარეთ სწავლა, ტრენინგები, სტაჟირება, პერსონალის გაცვლითი პროგრამები და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის პროექტები განათლებისა და ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადი კონკურსის გარდა, ყოველწლიური სამუშაო პროგრამა ასევე მოიცავს სხვა ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ცალკე გამოცხადდება და რომელთა შორისაცაა ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა.

ევროკავშირის საგარეო ინსტრუმენტებიდან დაფინანსების საშუალებით, მესამე ქვეყნები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას მიზნობრივ პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში — განსაკუთრებით, პროფესიული განათლების, ტრენინგის და სპორტის სფეროებში.

დაფინანსებაზე განაცხადის შეტანა შეუძლია  განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროში მომუშავე ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციას, პროგრამასთან ასოცირებულ ყველა მესამე ქვეყანაში არსებული Erasmus+ ეროვნული სააგენტოების და ევროპის განათლების და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს დახმარებით.

აღნიშნული კონკურსის პირობების დეტალებს — მათ შორის, პროგრამის პრიორიტეტებს — შეგიძლიათ გაეცნოთ 2022 წლის Erasmus+ პროგრამის გზამკვლევში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

2022 წლის Erasmus+ პროგრამის კონკურსის აღწერა 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,