პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე: ევროკავშირმა საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა
აპრილი 12, 2022

პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე: ევროკავშირმა საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა


11 აპრილს ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა საბჭოში ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. ეს გახლავთ საპასუხო ნაბიჯი განაცხადზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე შეიტანა. 

„ეს არის პირველი ნაბიჯი თქვენს ევროპულ გზაზე“, — განაცხადა ევროკომისარმა იმ კითხვარის გადაცემისას, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული  პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაა, — „ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან უსწრაფეს რეჟიმში, რათა ევროპულ საბჭოს მოთხოვნისამებრ წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრება“.

დამატებითი კითხვარი საქართველოს მიმდინარე კვირის ბოლომდე გადაეცემა. ის შეაფასებს იმას, თუ რამდენად იცავს საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობას — aquis communautaire-ს.

კითხვარზე გაცემული პასუხების საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირისთვის წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოსაზრების მომზადებას დაიწყებს.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, საქართველოსთან ერთად, მოლდოვას და უკრაინასაც აქვთ შეტანილი. ევროკომისარმა ვარჰეიმ ანალოგიური კითხვარი გადასცა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. რაც შეეხება უკრაინას, მას კითხვარი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს, კიევში ვიზიტის დროს გადასცა. სამივე ქვეყანას ევროკავშირთან უკვე დადებული აქვს ასოცირების ხელშეკრულებები.

დამატებითი ინფორმაცია

კითხვარის გადაცემის ამსახველი ვიდეო



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,