ორი წელი და 1,200-ზე მეტი ბენეფიციარი: ყვარლის ევროკლუბი ორი წლის იუბილეს აღნიშნავს
ნოემბერი 12, 2021

ორი წელი და 1,200-ზე მეტი ბენეფიციარი: ყვარლის ევროკლუბი ორი წლის იუბილეს აღნიშნავს


11 ნოემბერს ყვარლის ევროკლუბმა დაარსებიდან ორი წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი. საპატიო სტუმრებს შორის ასევე იყვნენ ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში.

ყვარლის ევროკლუბი 2019 წელს ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა, ნიკა გურინმა რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის, „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს” (EU NEIGHBOURS east)  მხარდაჭერით დააარსა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკლუბის სხვადასხვა პროექტით და ინიციატივით 1,200-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა.

ევროკლუბის მთავარი მიზანია საზოგადოებასა და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში განათლების და განვითარების მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა და დასავლური ღირებულებების გავრცელება. 

ევროკლუბის მიერ ორგანიზებული საქმიანობის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, ისარგებლოს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებით, პროფესიული გადამზადების კურსებით, ღია ბიბლიოთეკებით და სხვა შესაძლებლობებით. 

სამომავლოდ ევროკლუბი გეგმავს, კიდევ უფრო გააფართოოს თავისი საქმიანობა, რათა ყვარლისა და საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც მეტი ადამიანი მოიზიდოს. 

მიმდინარე ან მომავალ ინიციატივებში მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ყვარლის ევროკლუბის ფეისბუქის გვერდს.

დამატებითი ინფორმაცია

ყვარლის ევროკლუბი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,