ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები — ევროკავშირის პროექტის ბაზას საქართველოში შეკრებილი მონაცემები დაემატა
მარტი 29, 2022

ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები — ევროკავშირის პროექტის ბაზას საქართველოში შეკრებილი მონაცემები დაემატა


 ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ინსტრუმენტს, „სასჯელების მოკლე მიმოხილვა“, მონაცემები ევროკავშირის რვა პარტნიორი სახელმწიფოდან დაემატა. საქართველოსთან ერთად, ამ ქვეყნებს შორის მოლდოვა, სომხეთი და უკრაინაც არიან. 

EMCDDA-ის სპეციალურ ვებგვერდზე განმარტებულია, თუ როგორ უმკლავდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ნორვეგია, თურქეთი და ევროკავშირის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა ნარკოტიკების მოხმარებასთან, ფლობასთან თუ გავრცელებასთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს. 

გარდა ამისა, „სასჯელების მოკლე მიმოხილვა“ ერთდროულად ხუთამდე ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ზომების შედარების საშუალებას იძლევა. ონლაინ-ინსტრუმენტი ააშკარავებს, როგორ განსხვავდება  ერთმანეთისგან ქვეყნების კანონებით გათვალისწინებული სასჯელები ნარკოტიკების ტიპის,  რაოდენობის, დამნაშავის ნარკოტიკზე დამოკიდებულების თუ რეციდივიზმის დონის მიხედვით.

ახალი ქვეყნებიდან მონაცემები ინსტრუმენტს მიმდინარე წლის განმავლობაში დაემატება.

მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მონაცემები EMCDDA-ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის მეშვეობით შეიკრიბა. ინიციატივა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (EU4MD) ფარგლებში განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,