მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში შესრულებული პროექტები ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურული კონკურსის პრიზისთვის იბრძოლებს
თებერვალი 5, 2021

მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში შესრულებული პროექტები ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურული კონკურსის პრიზისთვის იბრძოლებს


ევროკავშირის 2022 წლის თანამედროვე არქიტექტურული კონკურსის, მის ვან დერ როეს პრიზის მოსაპოვებლად 449 ნამუშევარი იბრძოლებს. 2018 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე შესრულებული ეს პროექტები 41 ქვეყნის 279 ქალაქიდან არის შეკრებილი. ნომინანტთა სიაში მოხვდა ნამუშევრები საქართველოდან და უკრაინიდან, ასევე მოლდოვადან და სომხეთიდან, რომლებიც კონკურსში პირველად არიან წარმოდგენილები.

იმ ნამუშევრებს შორის, რომლებმაც საკონკურსო კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, არის ცამეტი საგანმანათლებლო და ურბანული პროექტი უკრაინიდან, საცხოვრებელი კომპლექსის და ურბანული არქიტექტურის რვა  პროექტი საქართველოდან, სამი პროექტი სომხეთიდან და კიშინიოვის შემოქმედებითი ინდუსტრიის ცენტრის პროექტი მოლდოვადან.

2003 წლის შემდეგ პირველად, წარდგენილ ნამუშევართა უდიდესი ნაწილი — 18.10% კერძო სახლებმა შეადგინა. მათ მოჰყვა საცხოვრებელი კომპლექსები და საგანმანათლებლო ობიექტები, რომელთაც პროექტთა 14.87% და 14.01% მოიცვეს. კულტურის სფეროს ობიექტები — კერძოდ, მუზეუმები, თეატრები, გალერეები და კონგრესის ცენტრები კი ნომინანტთა 11.64%-ს შეადგენს. ნომინირებულ ნამუშევართა მეოთხედი ძველი შენობების აღდგენის ან ტრანსფორმაციის პროექტებია; ამ შენობების ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მიეკუთვნება.

ნომინაციების მეორე სიაში შეტანილი იქნება 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე დასრულებული პროექტები. სია 2021 წლის სექტემბერში გასაჯაროვდება.

ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის პრიზის კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მასზე ევროპის არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშებს წარადგენენ. პრიზით ჯილდოვდება არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც ტექნიკური ოსტატობით და კონცეპტუალური, სოციალური და კულტურული ღირებულებით გამოირჩევიან. პროექტები, ასევე,  ევროპული ქალაქების და სოფლების მდგრად განვითარებასაც უნდა უწყობდნენ ხელს.

კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელს 60,000 ევრო გადაეცემა. ხოლო პერსპექტიული არქიტექტორის ნომინაციაში გამარჯვებული 20,000 ევროთი დაჯილდოვდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზ



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,