მესტიაში სოფლის მეურნეობის წამახალისებელი საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა
მარტი 12, 2021

მესტიაში სოფლის მეურნეობის წამახალისებელი საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა


მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ პირველ საგრანტო კონკურსში 50 გამარჯვებული პროექტი შეირჩა. მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ ორგანიზებულ და ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით გამართულ კონკურსში სულ 223 განცხადება შევიდა, რომელთა 41% ქალების მიერ იყო წარდგენილი. გამარჯვებულებიემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის გათვალისწინებით გამოვლინდნენ.

საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანია, ადგილობრივ მოსახლეობას ეკოლოგიურად მდგრადი სოციალური, საზოგადო და ბიზნეს ინიციატივების შექმნასა და გაფართოებაში დაუჭიროს მხარი.  

კონკურსის წესით შერჩეული წარმატებული პროექტები მესტიის მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. გამარჯვებული პროექტებიდან უმრავლესობა — კერძოდ, 30% ადგილობრივ ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს. პროექტთა 24% ტურიზმის სექტორიდანაა და ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს მოიცავს. ინიციატივათა 18% სოფლის მეურნეობის პროდუქციას უკავშირდება, ხოლო პროექტთა 12% განათლების, სპორტის და ჯანდაცვის სექტორს გააუმჯობესებს. 

შერჩეული განცხადებები მეტწილად ბიზნეს ინიციატივებს ეხება. კონკურსის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე 40-მდე ახალი სამეწარმეო ობიექტია რეგისტრირებული.

ამასთან, პროექტების 82% ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროექტების 35% მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს სოციალურ სერვისებზე წვდომას გაუადვილებს. ინიციატივების 62% მესტიის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი და მათი უმეტესი ნაწილი ქალთა და ახალგაზრდობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დანარჩენი პროექტები კი დაშორებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს დაეხმარება.

კონკურსი პროექტის, „პროგრამა LEADER-ის მიდგომის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, ფარგლებში ხორციელდება. ის მესტიის მუნიციპალიტეტში CARE-ავსტრიასა და PMC-კვლევით ცენტრის მიერ იმართება. პროექტი მიზნად სასოფლო ეკონომიკის დივერსიფიკაციის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და ამ ინიციატივებში დაუცველი ჯგუფების — განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდობის ჩართვას ისახავს. 

ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობას და სასოფლო განვითარებას მხარს თავისი  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) საშუალებით უჭერს. პროგრამა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,