მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან
მაისი 16, 2022

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან


ევროპის განათლების ფონდმა „მწვანე უნარების კონკურსის“ 2022 წლის გამარჯვებულების გამოსავლენად ხმის მიცემის საჯარო პროცესი დაიწყო.

ფონდის მიერ შერჩეულ ათ ფინალისტს შორის საქართველოდან ორი ისტორია მოხვდა. ერთი მათგანი არაკომერციულ ორგანიზაციას, „K4S აკადემია“, ეკუთვნის, ხოლო  მეორე — სამთავრობო პროგრამას, „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“.  

ხმის მიცემა ცენტრალური ევროპის დროით 2022 წლის 5 ივნისის 23:59 საათამდეა შესაძლებელი.

მწვანე უნარების კონკურსის 2022 წლის სამი გამარჯვებულის ვინაობა 2022 წლის 9 ივნისს გახდება ცნობილი.

ევროპის განათლების ფონდი თითოეული გამარჯვებულის შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს, რათა ანახოს, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ პროექტებმა ჩვენი სამყაროს მომავლის განვითარებას. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,