ლორენს მერედიტი საქართველოს ეწვია
ოქტომბერი 22, 2021

ლორენს მერედიტი საქართველოს ეწვია


ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი საქართველოს ესტუმრა. ის საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად საჭირო სტრატეგიული გეგმის შედგენაში მონაწილე პირებს შეხვდა. 

20 ოქტომბერს ლორენს მერედიტი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად იმერეთსა და აჭარას ესტუმრა. ისინი შეხვდნენ საქართველოს მოქალაქეებს და შეაფასეს ამ რეგიონებში ევროკავშირის პროექტების განხორციელების პროცესი. 

ევროკავშირის წარმომადგენელი ოფიციალური პირები ეწვივნენ მეღვინეობას, „ბაიას ღვინო“, რომელმაც წარმოება ევროკავშირის დახმარებით გაზარდა. გარდა ამისა, ისინი შეხვდნენ სმენადაქვეითებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში გამართული დასაქმების ბაზრობის საშუალებით დასაქმდნენ. 

ელჩმა ჰარცელმა და ლორენს მერედიტმა ასევე მოინახულეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი ზენითი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) თანამშრომლობით სულ მალე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობას შეძლებს. 

21 ოქტომბერს ლორენს მერედიტმა მონაწილეობა მიიღო ბათუმში ჩატარებულ ღონისძიებაში, „შავი ზღვა — საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“. შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში სატრანსპორტო საშუალებებისა და ინტერნეტკავშირის გაუმჯობესების და გარემოს გაჯანსაღების შესაძლებლობები.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,