კულტურის განვითარების მხარდაჭერა: EU4Culture ქალაქებისთვის კონკურსს  აცხადებს

კულტურის განვითარების მხარდაჭერა: EU4Culture ქალაქებისთვის კონკურსს  აცხადებს

მაისი 24, 2021

ახალმა პროექტმა, EU4Culture, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ოთხი ქვეყნისაზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის ქალაქებისთვის (არადედაქალაქებისთვის) კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება.

ქალაქებს, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ, განაცხადების შეტანა 30 ივნისამდე შეუძლიათაპლიკანტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა  და წინადადებების წარდგენა გოეთეს ინსტიტუტის  სააპლიკაციო პორტალზე (GAP).

თავდაპირველად თითოეულ ქვეყანაში ხუთი ქალაქი შეირჩევა, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1,000 ევრომდე ოდენობის  გრანტს მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ სამი ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი, თითოეულ ქვეყანაში ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

პროექტის საბოლოო მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. ამ მიზნის მიღწევის გზად კი კულტურის განვითარების  ისეთი სტრატეგიების შემუშავებაა დასახული, რომლებშიც პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა და მულტიკულტურული და მულტიეთნიკური გარემოს შენარჩუნება და განვითარება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის, EU4Culture, საქმიანობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  კულტურის და შემოქმედებით სექტორს უკავშირდება. მისი ამოცანა კულტურის, როგორც მთელი რეგიონის ზრდის და სოციალური წინსვლის მამოძრავებელი ძალის, განვითარებაა.

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსის დეტალები

გზამკვლევი კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,