ქართველი ავტორი EBRD-ის ლიტერატურული პრემიის ფინალისტებს შორისაა
მაისი 7, 2021

ქართველი ავტორი EBRD-ის ლიტერატურული პრემიის ფინალისტებს შორისაა


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოცხადებული 2021 წლის ლიტერატურული კონკურსის სამი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. კონკურსის მიზანი იმ ორმოცამდე ქვეყნის ლიტერატურულ თარგმანთა პოპულარიზებაა, რომლებშიც EBRD ფუნქციონირებს. წლევანდელ სამ ფინალისტს შორის ქართველი მწერლის, ნანა ექვთიმიშვილის წიგნიც მოხვდა. 

ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“ ქართულიდან ინგლისურად ელიზაბეტ ჰეივეიმ თარგმნა (Peirene Press). ფინალში ქართველი მწერლის წიგნის კონკურენტები იქნებიან პოლონელი ავტორის, შჩეპან ტვარდოხის „ვარშავის მეფე“ და რუმინელი ავტორის, მატეი ვიშნეკის „მისტერ კ. თავისუფალია“.

20,000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცემა საუკეთესო რომანს, რომლის ორიგინალიც დაწერილია ერთ-ერთი იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ბანკი საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს. კონკურსი იმ მცირერიცხოვან  საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიებს შორისაა, რომლებიც ავტორის და მთარგმნელის ღვაწლს თანაბრად აფასებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2021 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული 1 ივნისს გამოცხადდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,