ქართული წიგნი ევროპული ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა
მარტი 19, 2021

ქართული წიგნი ევროპული ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა


12 მარტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ნომინანტების პირველადი სია გამოაქვეყნა. კონკურსის მიზანი იმ ორმოცამდე ქვეყნის ლიტერატურულ თარგმანთა პოპულარიზებაა, რომლებშიც EBRD ფუნქციონირებს. ლონგლისტში 10 ნაწარმოები შევიდა, რომლიდან ერთ-ერთიც საქართველოდანაა.

20,000 ევროს ოდენობის პრემია გადაეცემა საუკეთესო რომანს, რომლის ორიგინალიც ერთ-ერთი იმ ქვეყნის ენაზეა დაწერილი, სადაც ბანკი საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს. კონკურსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან  საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიებს შორის, რომლებიც ავტორის და მთარგმნელის ღვაწლს თანაბრად აფასებს.

„ეს ათი წიგნი 1930-იანი წლების ვარშავიდან და 1950-იანი წლების ჩეხოსლოვაკიიდან თანამედროვე უკრაინამდე; უსამართლო სასამართლოს კაფკასეული ამბიდან ადამიანების უკანონო ტრანსპორტირებისა და ადამიანებით ვაჭრობის აბსურდულ ტრაგიკომედიამდე; ოსმალეთის იმპერიის კვდომის პერიოდიდან ბალკანეთის ალტერნატიულ ისტორიამდე გვამოგზაურებს“, — აღნიშნა კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, ტობი ლიხტიგმა, — „ერთობლივად კი ეს წიგნები გვიხატავს ევრაზიის რეგიონის სურათს, რომელიც დაღარულია ომის ჭრილობებით და დევნით, სისასტიკით და დაუდევრობით და რომლის სიმდიდრეც სიცოცხლისუნარიანი და თვითმყოფადი ადამიანებია. და სიყვარული. ყოველი წიგნი განსაკუთრებულია, ყოველი თარგმანი — ბრწყინვალედ შესრულებული“.

საქართველოდან პრემიის ლონგლისტში ნანა ექვთიმიშვილის ნაწარმოები, „მსხლების მინდორი“ მოხვდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალისტები (სამი ავტორი და მათი მთარგმნელები) 2021 წლის 3 მაისს გამოცხადდებიან. ოდნავ მოგვიანებით, მაისშივე, ყველა მათგანს დაჯილდოების ცერემონიაზე  მიიწვევენ, სადაც კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,