კარლ ჰარცელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მაისი 27, 2022

კარლ ჰარცელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მისივე თქმით, ამ რთულ პერიოდში ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს არა მარტო უკრაინას, არამედ საქართველოსაც: “ვაფასებთ ჩვენ შორის არსებულ ღრმა კავშირს და ჩვენ ამ კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება გვსურს”.

გარდა ამისა, ჰარცელმა მოიხსენია 3 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილი განაცხადი, “რომელიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს”.

“საქართველომ საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით გააკეთა არჩევანი. ახლა არის დრო, რომ საქართველომ, ევროპული გზისადმი ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას”, – განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,