ჯოზეფ ბორელი საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და ქვეყნისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა დაადასტურა
აპრილი 7, 2022

ჯოზეფ ბორელი საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და ქვეყნისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა დაადასტურა


6 აპრილს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სტრასბურგში საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღუთქვა საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მიმდინარე რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მოსალოდნელი შედეგების ფონზე.

„ევროკავშირი კვლავაც მზად არის, კიდევ უფრო გაააქტიუროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მდგრადობის გაძლიერების მიზნით“, — ნათქვამია პრესრელიზში. 

ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის ვალდებულებას, იმუშაოს ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ბორელმა, ამასთან, საქართველოში რეფორმების კუთხით დასახული პრიორიტეტების საკითხში კონკრეტული და სწრაფი წინსვლის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. კერძოდ, მან გამოკვეთა ისეთი მიზნები, როგორებიცაა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, სასამართლო სისტემის რეფორმირება და შეთანხმებული კონსტიტუციური რეფორმების მიღება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,