მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მედია-კონკურსმა 1 მარტიდან განცხადებების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა მდგრადი განვითარების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს შეუძლიათ.
განვითარების საკითხებში ყოფილი კომისრის, ლორენცო ნატალის სახელობის პრიზი ჟურნალისტიკაში ევროკომისიამ 1992 წელს დააარსა. ლორენცო ნატალი გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და განვითარების მტკიცე მხარდამჭერი გახლდათ.
ჟურნალისტებს საკონკურსო განცხადების შეტანა ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში შეუძლიათ:
განცხადებები მიიღება 2021 წლის 19 აპრილამდე. თითოეულ გამარჯვებულს 10,000 ევრო გადაეცემა. გარდა ამისა, საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის კატეგორიაში გამარჯვებულს პროექტის პარტნიორ მედია საშუალებაში შესთავაზებენ სტაჟირებას.
„ლორენცო ნატალის მედია-პრიზით ჩვენ იმ ჟურნალისტების შრომას ვაფასებთ, რომლებიც საკუთარი გამბედაობით და ხშირად პირადი რისკის ფასად უსამართლობის, უთანასწორობის და გარემოს განადგურების ამსახველ ფაქტებს და ისტორიებს აშუქებენ. ეს ისტორიები გვანახებენ, რომ ადამიანები მსგავსი პრობლემების მოგვარებისთვის იბრძვიან“, — აღნიშნა იუტა ურპილაინენმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში.
გამარჯვებულებს ლორენცო ნატალის სახელობის ჟურნალისტიკის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადებენ.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,