GREENcubator – the first EU-funded green business acceleration programme in Georgia has begun

GREENcubator – the first EU-funded green business acceleration programme in Georgia has begun

იანვარი 29, 2021

GREENcubator – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მწვანე ბიზნესის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში დაწყებულია

საქართველოში პროგრამის, EU4Youth, მხარდაჭერით დაიწყო ევროკავშირის მიერ პირველად დაფინანსებული მწვანე ბიზნესის აქსელერაციის პროგრამა.

პროგრამას, GREENcubator, საფუძველი ჩაუყარა ორგანიზაციამ CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) თბილისის სტარტაპ ბიუროსთან პარტნიორობით და პროგრამის — „EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ — ფარგლებში.

პროგრამა GREENcubator წარმოადგენს პროექტის საგრანტო კონკურსის მეორე ფაზას. კონკურსის მიზანია სამეწარმეო პოტენციალის აღმოჩენა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, განსაკუთრებული აქცენტით ახალგაზრდობის გაძლიერებასა და მწვანე მეწარმეობაზე.

პროგრამა GREENcubator იმგვარად არის შემუშავებული, რომ იძლეოდეს ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას მონაწილეთა კონკრეტული მოთხოვნების და საჭიროებების გასათვალისწინებლად. აქსელერაციის პროგრამის საბოლოო მიზანია, მხარი დაუჭიროს მონაწილეებს საკუთარი ბიზნესმოდელის შემუშავებაში და დაეხმაროს მათ, გახდნენ გრანტის მიღების უნარის მქონენი.

უნარების გამომუშავების მიზნით მონაწილეები გაივლიან სამკვირიან ინტენსიურ მომზადებას — კერძოდ, ტრენინგებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ინდივიდუალურ მეცადინეობებს მენტორის ხელმძღვანელობით. მომზადება მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბიზნესმოდელების ტიპები და შემოსავლის ნაკადები, ბაზარზე გასვლის სტრატეგიები, გაყიდვები, მარკეტინგი, ბრენდინგი, ქრაუდფანდინგი და სოციალური მედიის მენეჯმენტი.

პროგრამაში, GREENcubator, ჩართულია 30-მდე მონაწილე, რომლებიც გეგმავენ სოციალური და მწვანე საწარმოების გახსნას ნარჩენების მართვის, ნარჩენების გადამუშავების და მეორადი წარმოების, ეკოტურიზმის და სასოფლო განვითარების სფეროებში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4Youth-SEED, ძირითადი მიზანია სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების განვითარებისთვის ეფექტიანი ეკოსისტემის შექმნა ისეთ საზღვრისპირა რეგიონებში, როგორებიცაა საქართველოში გორი, ახმეტა, ნინოწმინდა და სომხეთში ლორი, ტავუში, შირაკი. პროექტის მიზანი ყველაზე ნაკლებად დაცულ მუნიციპალიტეტებში სამეწარმეო პოტენციალის აღმოჩენა და ახალგაზრდობის სამეწარმეო შესაძლებლობების ხელშეწყობაა.

დამატებითი ინფორმაცია

კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი


თემაზე

snimok ekrana 2021 11 26 v 11.58.06
ნოემბერი 29, 2021

CyberEast და TOPCOP აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამართალდამცავ უწყებებს დარქვებში დამნაშავეობასთან ბრძოლაში ეხმარებიან

snimok ekrana 2021 11 26 v 10.30.50
ნოემბერი 29, 2021

უფლებამოსილი ახალგაზრდობა ძლიერი დემოკრატიის საფუძველია: ახალგაზრდობის ფორუმმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ საკვანძო საკითხები განიხილა

snimok ekrana 2021 11 25 v 13.20.31
ნოემბერი 26, 2021

პროგრამის, Erasmus+ 2022 წლის ბიუჯეტი 3.9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა

snimok ekrana 2021 11 24 v 13.25.15
ნოემბერი 25, 2021

ევროკავშირის მხარდაჭერით, რუსთავში 3 საბავშვო ბაღის შენობა ენერგოეფექტიანი გახდა

snimok ekrana 2021 11 22 v 13.36.55
ნოემბერი 23, 2021

სამოქალაქო საზოგადოება ქვემო ქართლის რეგიონში ვაქცინაციის პროცესს უწყობს ხელს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,